ქალაქი თბილისი, ბობ უოლშის ქუჩა, N 42
Decision
- Decision number
- 7894168
- Decision date
- 24 April 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ბიძინა ფხოველიშვილი
- Developer (company ID)
- 405492006
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.009.677
- Owner
- თემური ფხოველიშვილი (P/N: *********37)
- Area
- 9,700 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.009.677Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11139593
- Status
- Approved
- Registered
- 23 April 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 24 April 2026City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7890357 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 23 აპრილს №AR11139593 განცხადებით მომართა ბიძინა ფხოველიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7890357 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახური, 2026 წლის 22 აპრილის №7890357 გადაწყვეტილებით, დაეთანხმა ქ. თბილისში, ბობ უოლშის ქუჩა №42-ში მდებარე №01.72.14.009.677.04.01.210 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე I კლასის სამშენებლო სამუშაოების (კონდიციონერი და ბუნებრივი აირის ბოილერი) განხორციელების შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7890357 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად არის დაფიქსირებული განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2026 წლის 30 №AR11136169 განცხადებით მოთხოვნილ იქნა ქ. თბილისში, ბობ უოლშის ქუჩა №42-ში მდებარე №01.72.14.009.677.04.01.210 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე I კლასის სამშენებლო სამუშაოების (კონდიციონერი და ბუნებრივი აირის ბოილერი) განხორციელების შესაძლებლობაზე შესაბამისი თანხმობის მიღება. სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7890357 გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოები არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7890357 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7890357 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქ. თბილისში, ბობ უოლშის ქუჩა №42-ში მდებარე №01.72.14.009.677.04.01.210 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე I კლასის სამშენებლო სამუშაოების (კონდიციონერი და ბუნებრივი აირის ბოილერი) განხორციელებაზე შესაბამისი თანხმობის მიღებას. პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ განსახორციელებელი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება პირველი კლასის ობიექტს და გაცნობებთ, რომ სამსახურმა შეამოწმა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და ეთანხმება, ქ. თბილისში, ბობ უოლშის ქუჩა №42-ში მდებარე №01.72.14.009.677.04.01.210 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე I კლასის სამშენებლო სამუშაოების (კონდიციონერი და ბუნებრივი აირის ბოილერი) განხორციელების შესაძლებლობას. - სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვით და უზრუნველყოფილი იქნას კონსტრუქციული მდგრადობა. გაითვალისწინეთ, მშენებლობის შეტყობინების მოქმედების ვადაა ამ შეტყობინების ჩაბარებიდან (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან) 1 წელი.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7890357 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7890357 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 24 April 2026Decision7894168 - Granted
- 23 April 2026Files uploaded
Documents
Other files1
- 210.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal