ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N 200
Decision
- Decision number
- 7923754
- Decision date
- 18 May 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- აკაკი ჩხაიძე
- Developer (company ID)
- 405578520
Parcel
- Cadastral code
- 01.10.06.005.014
- Owner
- შპს "ქეფითალ სითი გრუფ ინვესთ" (405578520)
- Area
- 29,641 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.10.06.005.014Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11141558
- Status
- Approved
- Registered
- 6 May 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 12 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 May 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №7858941 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 6 მაისს №AR11141558 განცხადებით მომართა აკაკი ჩხაიძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №7858941 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №7858941 ბრძანებით, №01.10.06.005.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის შენობების (A-1; A-2) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2026 წლის 15 აპრილის №7882544 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №7858941 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, შეთანხმებულ გეგმებზე ზოგიერთი ავტოსადგომის ფართობი შეუსაბამოა მათზე მითითებულ გაბარიტულ ზომებთან. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომების გასწორება სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული გეგმა-ნახაზები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებზე ზოგიერთი ავტოსადგომის მაჩვენებელი არ არის სწორად დაფიქსირებული. შესაბამისად, ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, შესაძლებელია შეთანხმებული გეგმების ჩანაცვლება წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №7858941 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №7858941 ბრძანებაში და შეთანხმებული -6.60 და -3.30 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №7858941 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №7858941 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 18 May 2026Decision7923754 - Granted
- 13 May 2026City answer
- 13 May 2026Files uploaded
Documents
Other files1
- 2026.05.13_A1-A2-პარკინგი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal