ქალაქი თბილისი , ქუჩა ღოღობერიძე , N 9 მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 7926103
- Decision date
- 21 May 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მარიამ ეფრემიძე
- Developer (company ID)
- 400316680
Parcel
- Cadastral code
- 01.18.13.020.067
- Owner
- შპს "სოლუმ პარტნიორი" (400316680)
- Area
- 4,006 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026
Plots and zoning
- 01.18.13.020.067Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11143053
- Status
- Approved
- Registered
- 15 May 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 21 May 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 15 აგვისტოს №7182283 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 15 მაისს №AR11143053 განცხადებით მომართა მარიამ ეფრემიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 15 აგვისტოს №7182283 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 15 აგვისტოს №7182283 ბრძანებით №01.18.13.020.067 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 23 სექტემბრის №7225006 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 23 სექტემბრიდან 2027 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 04 ოქტომბრის №7239049 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 15 აგვისტოს №7182283 ბრძანებაში და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდა 1463.5 კვ.მ. დამხმარე ფართობად 117.5 კვ.მ., საერთო ფართობად 11555.6 კვ.მ. ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდა ღია ავტოსადგომების ფართობი: 380.2 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2024 წლის 15 აგვისტოს №7182283 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა (მე-2, მე-3, მე-4 ფურცლები) და არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა №AR11054350 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გენ-გეგმით და არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2024 წლის 15 აგვისტოს №7182283 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, კომერციულ ფართობად 791.2 კვ.მ-ის ნაცვლად 785.3 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 11555.6 კვ.მ-ის ნაცვლად 11549.7 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ასევე, მოთხოვნილია ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად ღია ავტოსადგომების ფართობის 380.2 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული კომერციული ფართობი შეადარა შეთანხმებულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი კომერციული ფართობი არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. რაც შეეხება ღია ავტოსადგომების დაფიქსირებას, განგიმარტავთ, რომ სამსახურის 2024 წლის 04 ოქტომბრის №7239049 ბრძანებით უკვე გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 15 აგვისტოს №7182283 ბრძანებაში და ღია ავტოსადგომების ფართობად დაფიქსირდა 380.2 კვ.მ., შესაბამისად, ბრძანება აღნიშნულ ნაწილში ხარვეზს აღარ შეიცავს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 15 აგვისტოს №7182283 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 11549.7 კვ.მ., კომერციულ ფართობად 785.3 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 15 აგვისტოს №7182283 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 15 აგვისტოს №7182283 და 2024 წლის 04 ოქტომბრის №7239049 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 21 May 2026Decision7926103 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal