OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ალექსი გობრონიძის ქუჩა, N 5/რამაზ შენგელიას ქუჩა, N 10

AR11143167Construction permitOther use15 May 2026- Mukhiani
Sign in to follow

Decision

Decision number
7936439
Decision date
27 May 2026
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
თენგიზ წულაია
Developer (company ID)
204573611

Parcel

Cadastral code
01.11.13.002.264
Owner
სააქციო საზოგადოება "ქროსი" (204573611)
Area
14,911 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11143167
Status
Approved
Registered
15 May 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
12 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 27 May 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 08 აპრილის №7878428 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 15 მაისს №AR11143167 განცხადებით მომართა თენგიზ წულაიამ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 08 აპრილის №7878428 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 08 აპრილის №7878428 ბრძანებით №01.11.13.002.264 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ა1 და ა2 ბლოკი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2026 წლის 08 აპრილის №7878428 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებში გამორჩენილია „ა2“ ბლოკის 25-ე სართულის გეგმა. შესაბამისად ითხოვს წარმოდგენილი გეგმა დაემატოს შეთანხმებულ გეგმებს. განმცხადებელს, ასევე, სურს საზაფხულო ფართობად 14263 კვ.მ-ის ნაცვლად 14257.3 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 346.0 კვ.მ-ის ნაცვლად 344.5 კვ.მ-ის დაფიქსირება (ფართობების გასწორებასთან დაკავშირებით მოთხოვნა დაზუსტებული იქნა შეტყობინების ველის მეშვეობით). სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ასევე, სამსახურმა დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებასთან ერთად ზუსტდება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 73810.3 კვ.მ. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 08 აპრილის №7878428 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციაში (გეგმებში) გამორჩენილია „ა2“ ბლოკის +79.850 ნიშნულის (25 სართულის გეგმა) გეგმის ატვირთვა. თუმცა, აღნიშნული „ა2“ ბლოკის +79.850 ნიშნული ფიქსირდება შეთანხმებულ ჭრილებზე და ფასადებზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 08 აპრილის №7878428 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 08 აპრილის №7878428 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 73810.3 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 14257.3 კვ.მ., დამხმარე ფართობად 344.5 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 08 აპრილის №7878428 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებს დაემატოს „ა2“ ბლოკის +79.850 ნიშნულის (25 სართული) გეგმა (წარმოდგენილი PDF ფაილის 70-ე გვერდი). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 08 აპრილის №7878428 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 08 აპრილის №7878428 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 27 May 2026Decision7936439 - Granted
  3. 25 May 2026City answer
  4. 25 May 2026Files uploaded
  5. 15 May 2026Files uploaded

Documents

Drawings and project files2

  • გლდანი ა1ა2 გეგმები და 41 დადგენილება 15.05.26.pdfOpen ↗
  • გლდანი ა1ა2 გეგმები და 41 დადგენილება 25.05.26 კორექტირებული.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal