OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა , N 14

AR11145513Construction permitOther use1 June 2026
Sign in to follow

Decision

Decision number
7950726
Decision date
5 June 2026
Outcome
Granted
Construction period
24 months
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვახტანგ ჭელიძე
Developer (company ID)
201946252

Parcel

Cadastral code
01.13.01.004.173
Owner
შპს "სამება-2" (201946252)
Area
9,044 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11145513
Status
Approved
Registered
1 June 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
4 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 June 2026City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 მაისის №7937234 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 1 ივნისს №AR11145513 განცხადებით მომართა ვახტანგ ჭელიძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 27 მაისის №7937234 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №6799399 ბრძანებით, N01.13.01.004.173 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 27 ივნისის №7533553 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №6799399 ბრძანებაში და „ა“ და „ბ“ ბლოკებისთვის განკუთვნილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები დაფიქსირდა დამოუკიდებლად. სამსახურის 2025 წლის 10 ივლისის № 7549740 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №6799399 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურის 2026 წლის 27 მაისის №7937234 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №6799399 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 27 მაისიდან 2028 წლის 27 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 27 მაისის №7937234 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ, „2026 წლის 27 მაისიდან 2028 წლის 27 მაისის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირდა „2026 წლის 27 მაისიდან 2026 წლის 24 ივნისის ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 16 მაისის №AR11143216 განცხადებით, მოთხოვნილ იქნა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის მშენებლობის ვადის გაგრძელება. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 24 თვეზე. სამსახურის 2026 წლის 27 მაისის №7937234 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 მაისის №7937234 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 მაისის №7937234 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შევიდეს ცვლილება სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №6799399 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. მშენებლობის ვადა 2026 წლის 27 მაისიდან 2028 წლის 27 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად.“ 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 მაისის №7937234 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2023 წლის 11 დეკემბრის №6799399 და 2026 წლის 27 მაისის №7937234 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 5 June 2026Decision7950726 - Granted
  3. 1 June 2026Files uploaded

Documents

Consents and orders1

  • თანხმობა გაგრძელება (მშენ.ნებართვა).pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal