OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ბობ უოლშის ქუჩა, N 42

AR11146257Construction permitOther use4 June 2026- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
7956163
Decision date
12 June 2026
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ბიძინა ფხოველიშვილი
Developer (company ID)
405492006

Parcel

Cadastral code
01.72.14.009.677
Owner
თემური ფხოველიშვილი (P/N: *********37)
Area
9,700 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11146257
Status
Approved
Registered
4 June 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
8 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 12 June 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 01 ივნისის №7943479 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 04 ივნისს №AR11146257 განცხადებით მომართა ბიძინა ფხოველიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 01 ივნისის №7943479 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2026 წლის 01 ივნისის №7943479 გადაწყვეტილებით სამსახური დაეთანხმა №01.72.14.009.677.03.01.107 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე კონდიციონერის აგრეგატის და ბოილერის მოწყობის სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 01 ივნისის №7943479 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ფართის საკადასტრო კოდთან დაკავშირებით. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილი იქნა, რომ 2026 წლის 22 მაისის №AR11144358 განცხადებით კონდიციონერის აგრეგატებისა და ბოილერის მოწყობის განთავსება მოთხოვნილი იყო №01.72.14.009.677.03.01.107 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად დაფიქსირდა მხოლოდ მიწის ნაკვეთის ერთიანი №01.72.14.009.677 საკადასტრო კოდი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 01 ივნისის №7943479 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 01 ივნისის №7943479 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომლიც ეხება ქ. თბილისში, ბობ უოლშის ქუჩა, №42-ში კერძო საკუთრებაში არსებული ფართის ფასადზე კონდიციონერის აგრეგატების და ბოილერის მოწყობას. პასუხად გაცნობებთ, რომ განსახორციელებელი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება I კლასის ობიექტს, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას ადასტურებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური. მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების დანართი 1-ის თანახმად სამსახურმა შეამოწმა წარმოდგენილი დოკუმენტაციის (საკადასტრო მონაცემები: №01.72.14.009.677.03.01.107 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – რეგისტრაციის ნომერი: 892024031022; 16/07/2024 წ; არსებული ფოტო, ფოტომონტაჟი.) ქალაქგეგმარებით დოკუმენტებთან შესაბამისობა და ადასტურებს ქ. თბილისში, ბობ უოლშის ქუჩა, №42 , კერძო საკუთრებაში არსებულ ფართის ფასადზე კონდიციონერის აგრეგატის და ბოილერის მოწყობის შესაძლებლობას. გაითვალისწინეთ, მშენებლობის შეტყობინების მოქმედების ვადაა ამ შეტყობინების ჩაბარებიდან (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან) 1 წელი.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 01 ივნისის №7943479 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 01 ივნისის №7943479 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 12 June 2026Decision7956163 - Granted
  3. 4 June 2026Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal