OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ნორიოს I შესახვევი, N 12

AR11148860Construction permitOther use22 June 2026
Sign in to follow

Decision

Decision number
7986981
Decision date
2 July 2026
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მილენა ცუცქირიძე
Developer (company ID)
404605094

Parcel

Cadastral code
01.16.03.058.083
Owner
შპს "ალფა ფროფერთი" (404605094)
Area
3,949 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026

Plots and zoning

  • Zone
    Special
    Sub-zone
    specz-1
    K1
    0
    K2
    0
    Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11148860
Status
Approved
Registered
22 June 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
10 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 2 July 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 25 ივლისის №7567656 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 22 ივნისს №AR11148860 განცხადებით მომართა მილენა ცუცქირიძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 25 ივლისის №7567656 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 25 ივლისის №7567656 ბრძანებით, №01.16.03.058.083 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 04 მაისის №7905603 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა 2025 წლის 25 ივლისის №7567656 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდა 155.7 კვ.მ. სამსახურის 2025 წლის 25 ივლისის №7567656 ბრძანებით შეთანხმებული ±0.00 ნიშნულის გეგმა (გვ. 12) ჩანაცვლდა №AR11137907 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2025 წლის 25 ივლისის №7567656 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, განმცხადებელს სურს ღია ავტოსადგომის ფართობად 155.7 კვ.მ-ის ნაცვლად 151.7 კვ.მ-ის, ასევე, დამხმარე ფართობად 162.3 კვ.მ-ის ნაცვლად 192.6 კვ.მ-ის, ავტოსადგომების ფართობად 1100.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1101.1 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 8760.2 კვ.მ-ის ნაცვლად 8791.6 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, -2.90 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, აღნიშნულ გეგმაზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. გარდა აღნიშნულისა, შეთანხმებული ±0.00 ნიშნულის გეგმის გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ საპროექტო ობიექტისთვის გათვალისწინებულია 10 ღია ავტოსადგომი, საერთო ფართობით 151.7 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 25 ივლისის №7567656 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 25 ივლისის №7567656 ბრძანებაში და: 1.1.ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 151.7 კვ.მ. 1.2. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 8791.6 კვ.მ., დამხმარე ფართობად 192.6 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად 1101.1 კვ.მ. 1.3. სამსახურის 2025 წლის 25 ივლისის №7567656 ბრძანებით შეთანხმებული -2.90 ნიშნულის გეგმა (გვ.11) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 25 ივლისის №7567656 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 25 ივლისის №7567656 და 2026 წლის 04 მაისის №7905603 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 2 July 2026Decision7986981 - Granted
  3. 1 July 2026City answer
  4. 30 June 2026Files uploaded
  5. 22 June 2026Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal