ქალაქი თბილისი, ლისის ქუჩა, N 9ა
Decision
- Decision number
- 7980478
- Decision date
- 29 June 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ეკატერინე ბაკურაძე
- Developer (company ID)
- 404859792
Parcel
- Cadastral code
- 01.10.18.006.304
- Owner
- შპს "ლისი ფო" (404859792)
- Area
- 8,872 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.10.18.006.304Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11148937
- Status
- Approved
- Registered
- 22 June 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 29 June 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895351 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 22 ივნისს №AR11148937 განცხადებით მომართა ეკატერინე ბაკურაძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895351 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895351 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.18.006.304 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 24 აპრილიდან 2028 წლის 24 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2026 წლის 19 მაისის №7925970 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895351 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 5113.72 კვ.მ., კომერციულ ფართობად 236.90 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 1638.53 კვ.მ., სარდაფის ფართობად 152.90 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 888.60 კვ.მ. საერთო ფართობად 8757.35 კვ.მ. ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895351 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე არქიტექტურული გეგმებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი განმარტავს, რომ სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895351 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილია დამხმარე ფართობის დაფიქსირება, შესაბამისად, ითხოვს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დამხმარე ფართობი 112.30 კვ.მ., ხოლო, საერთო ფართობად 8757.35 კვ.მ-ის ნაცვლად დაფიქსირდეს 8869.65 კვ.მ. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895351 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე მდებარეობს დამხმარე ფართობები, თუმცა მათი ჯამური მაჩვენებელი არ არის ასახული სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895351 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში. ამასთან, წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895351 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895351 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს დამხმარე ფართობი 112.30 კვ.მ., ხოლო სერთო ფართობად დაფიქსირდეს 8869.65 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895351 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (გარდა, ±2.550 ნიშნულის და სახურავის გეგმებისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების არქიტექტურული გეგმებით. 3.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895351 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895351 და 2026 წლის 19 მაისის №7925970 ბრძანებებთან ერთად. 5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 29 June 2026Decision7980478 - Granted
- 22 June 2026Files uploaded
- 22 June 2026Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- 22.06.2026_გეგმა_განშლა.rarOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal