ქალაქი თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა, N 23
Decision
- Decision number
- 7995409
- Decision date
- 8 July 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მანუჩარ მახათაძე
- Developer (company ID)
- 405391491
Parcel
- Cadastral code
- 01.14.06.006.036
- Owner
- შპს "ნიუ გრუპ მაღლივი" (405391491)
- Area
- 4,631 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 16 November 2026
Plots and zoning
- 01.14.06.006.036Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-2
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.25
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11149522
- Status
- Approved
- Registered
- 25 June 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 8 July 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 11 მაისის №7916390 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 25 ივნისს №AR11149522 განცხადებით მომართა მანუჩარ მახათაძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 11 მაისის №7916390 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 11 მაისის №7916390 ბრძანებით, №01.14.06.006.036 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2026 წლის 23 ივნისის 7974678 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2026 წლის 11 მაისის №7916390 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, მოთხოვნილია ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად 119.66 კვ.მ-ის დაფიქსირება. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად 6700.91 კვ.მ-ის ნაცვლად 6695.92 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 4486.25 კვ.მ-ის ნაცვლად 4487.89 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 270.71 კვ.მ-ის ნაცვლად 264.85 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 29335.96 კვ.მ-ის ნაცვლად 29438.16 კვ.მ-ის დაფიქსირება. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები და გეგმა-ნახაზები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. აღსანიშნავია, რომ მთლიანი საპროექტო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი შეადგენს არა 29438.16 კვ.მ-ს, როგორც მოთხოვნის ტექსტშია დაფიქსირებული, არამედ 29326.75 კვ.მ-ს. ამასთან, შეთანხმებული +0.00, +10.50, +13.80 და +66.60 ნიშნულების გეგმები არ იცვლება, ხდება მხოლოდ აღნიშნული ნიშნულების გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 11 მაისის №7916390ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 11 მაისის №7916390ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 119.66 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდეს 6695.92 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 4487.89 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 264.85 კვ.მ., საერთო ფართობად - 29326.75 კვ.მ. 2. სამსახურის 2026 წლის 11 მაისის №7916390 ბრძანებით შეთანხმებული +0.00, +10.50, +13.80 და +66.60 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 11 მაისის №7916390ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2026 წლის 11 მაისის №7916390 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 8 July 2026Decision7995409 - Granted
- 7 July 2026City answer
- 7 July 2026Files uploaded
- 3 July 2026City answer
- 3 July 2026Files uploaded
- 25 June 2026Files uploaded
Documents
Drawings and project files3
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal