ქალაქი თბილისი , გამზირი ი.ჭავჭავაძე , N 80 , (ნაკვეთი N1/34)
Decision
- Decision number
- 7995752
- Decision date
- 8 July 2026
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ეკა კემულარია
- Developer (company ID)
- 204868492
Parcel
- Cadastral code
- 01.14.10.001.067
- Owner
- სს "პარკ-პლეისი" (204868492)
- Area
- 10,651 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.10.001.067Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11150323
- Status
- Not reviewed
- Registered
- 1 July 2026
- Type
- Reconstruction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 8 July 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ: იმისათვის რომ სამსახურს მიეცეს საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობა, პირველ რიგში საჭიროა დეტალურად განიმარტოს თუ რა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი. გაითვალისწინეთ, რომ იმ ობიექტთა/სამშენებლო სამუშაოთა ნუსხა, რომელთა მშენებლობა/რეკონსტრუქცია/მონტაჟი/დემონტაჟისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა მშენებლობის ნებართვა/შეტყობინება, განსაზღვრულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილებით. ამასთან, საჭიროა წარმოდგენილ იქნას შემდეგი დოკუმენტაცია: 1. დათარიღებული, უახლესი ფოტომასალა (ინტერიერის და ექსტერიერის); 2. სრულყოფილი ანაზომი და საპროექტო გეგმა, საკომუნიკაციო შახტების, ფუნქციებისა და ექსპლიკაციის მითითებით, ხელმოწერილი შემსრულებლის მიერ; 3. შეთანხმებული პროექტის შესაბამისი სართულის გეგმა მშენებლობის ნებართვის ბრძანების ასლთან ერთად ან ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სართულის გეგმის ასლი, საპროექტო არეალის მონიშვნით; იმ შემთხვევაში თუ არსებული ანაზომი განსხვავდება ზემოაღნიშნული გეგმებისაგან (განხორციელებულია ისეთი სამშენებლო სამუშოები, რომელიც საჭიროებს მშენებლობის ნებართვის მიღებას), საპროექტო ფართი მოყვანილ უნდა იქნას პირვანდელ მდგომარეობაში ან წარმოდგენილ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული აქტი სამართალდარღვევის შესახებ და შესაბამისი ჯარიმის გადახდის ქვითარი. ამასთან, გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული განმარტებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ სამსახური მიიღებს საკითხის შემდგომი განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას, დამატებით წარმოსადგენი იქნება: 1. “ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების შესაბამისად მომზადებული საექსპერტო დასკვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ საპროექტო სამუშაოების განხორციელების შედეგად არ ხდება შეუსაბამობის ხარისხის ზრდა; 2. თუ კარების მოწყობა კერძო საკუთრებაში არსებულ ფართში შესასვლელად ხორციელდება - რუკაზე მოინიშნოს / წარმოდგენილ იქნეს აღნიშნული ფართის ინდივიდუალური ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ხოლო თუ კარები ამხანაგობის საერთო სარგებლობის სივრცეში შესასვლელად ეწყობა, განიმარტოს აღნიშნული და წარმოდგენილ იქნეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი წევრთა 2/3-ის ნახევარზე მეტის თანხმობით. 3. წარმოსადგენია სსიპ ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნით განსაზღვრული ზღუდარის კონსტრუქციული ნაწილი, რომელიც ასევე განხილული უნდა იქნეს კვლევაში. ექსპერტიზის დასკვნაში განხილული საპროექტო კარის ღიობის ზომები არ შეესაბამება ფოტომონტაჟით წარმოდგენილს. ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა, აღნიშნული განაცხადი შესაძლოა დარჩეს განუხილველი.
Show moreShow less
- 8 July 2026Decision7995752
- 1 July 2026Files uploaded
Documents
Reports and surveys1
- სამხარაულის დასკვნა.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal