ქალაქი თბილისი, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა, N 6
Decision
- Decision number
- 8003224
- Decision date
- 14 July 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვასილი ცომაია
- Developer (company ID)
- 402187147
Parcel
- Cadastral code
- 01.13.02.001.119
- Owner
- შპს "რენტა" (402187147)
- Area
- 1,200 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 20 November 2026
Plots and zoning
- 01.13.02.001.119Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11151377
- Status
- Approved
- Registered
- 8 July 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 14 July 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 12 ივნისის №7961228 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 8 ივლისის №AR11151377 განცხადებით მომართა ვასილი ცომაიამ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 12 ივნისის №7961228 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 12 ივნისის №7961228 ბრძანებით №01.13.02.001.119 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა სავაჭრო ცენტრის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამავე ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტში მიეთითა, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 08/01/2026 წლის MIA 5 26 00037462 წერილის შესაბამისად, დამკვეთის მიერ უზრუნველყოფილ უნდა ყოფილიყო ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოწყობა და მათი დაპროექტების დოკუმენტაციის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამი თვის ვადაში წარდგენა. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2026 წლის 12 ივნისის №7961228 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ითხოვს ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის ამოღებას, რადგან აღნიშნული პროექტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებულია. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. კერძოდ, სამსახურის 2026 წლის 12 ივნისის №7961228 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საკითხი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებულია, რაც დასტურდება ამავე სამსახურის 2026 წლის 8 იანვრის MIA 5 26 00037462 წერილით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 12 ივნისის №7961228 ბრძანებაში და სარეზოლუციო ნაწილიდან ამოღებულ იქნას მე-8 პუნქტი. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 12 ივნისის №7961228 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 12 ივნისის №7961228 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 14 July 2026Decision8003224 - Granted
- 8 July 2026Files uploaded
Documents
Other files1
- DownloadServlet.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal