OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ფატმანის ქუჩა, N 11ბ

AR11152475Construction permitOther use14 July 2026- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
8012584
Decision date
21 July 2026
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი მაზიაშვილი
Developer (company ID)
405745234

Parcel

Cadastral code
01.72.14.035.1022
Owner
შპს "კ3 ინვესტმენტი" (405745234)
Area
4,599 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 16 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11152475
Status
Approved
Registered
14 July 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 July 2026City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 03 ივნისის №7046553 და 2024 წლის 27 სექტემბრის №7232346 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 14 ივლისს №AR11152475 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 03 ივნისის №7046553 და 2024 წლის 27 სექტემბრის №7232346 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 03 ივნისის №7046553 ბრძანებით №01.72.14.035.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7232346 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 27 სექტემბრიდან 2026 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით. სამსახურის 2026 წლის 05 მარტის №7830818 ბრძანებით №01.72.14.035.373, №01.72.14.035.248, №01.72.14.035.929 და №01.72.14.035.049 საკადასტრო ერთეულებზე დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით. ამავე ბრძანებით განმცხადებელს განემარტა, რომ პროექტის შეთანხმების ეტაპზე მიწის ნაკვეთები წარმოსადგენია გაერთიანებული სახით. საჯარო რეესტრის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაციის №882026475304) დგინდება, რომ №01.72.14.035.373, №01.72.14.035.248, №01.72.14.035.929 და №01.72.14.035.049 მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად, დარეგისტრირდა №01.72.14.035.1022 საკადასტრო ერთეული. სამსახურის 2026 წლის 10 ივლისის №8000322 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2026 წლის 05 მარტის №7830818 ბრძანებაში და დაფიქსირდა ახალი საკადასტრო გეგმა (განცხადების ნომერი №882026475304; მომზადების თარიღი 04/06/2026წ.) და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განცხადების ნომერი № 882026476761, მომზადების 05/06/2026წ.) (4599 კვ.მ). წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 03 ივნისის №7046553 და 2024 წლის 27 სექტემბრის №7232346 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადებას ვინაიდან ტერიტორიაზე დამტკიცებულია ახალი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის და აღარ აქვს აღნიშნული ბრძანებების საფუძველზე სამუშაოების წარმოების ინტერესი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №882026616691, მომზადების თარიღი: 14/07/2026 წ.) თანახმად, №01.72.14.035.1022 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „კ3 ინვესტმენტი“ (ს/ნ: 405745234). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B24156826; მომზადების თარიღი: 09/12/2024 წ.), შპს „კ3 ინვესტმენტის“ (ს/ნ:405745234) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ანტონ დუნდუა (პ/ნ: 01008037783). სამსახურში წარმოდგენილია, ანტონ დუნდუას (პ/ნ: 01008037783) მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული მინდობილობა, შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. ამასთან, განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ მითითებული ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები არ უქმდება (მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, დასუფთავების მოსაკრებლი). "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაკმაყოფილდეს ირაკლი მაზიაშვილის 2026 წლის 14 ივლისის №AR11152475 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 03 ივნისის №7046553 და 2024 წლის 27 სექტემბრის №7232346 ბრძანებები. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 21 July 2026Decision8012584 - Granted
  3. 14 July 2026Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal