ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსანის ქუჩა, N 20
Decision
- Decision number
- 8013365
- Decision date
- 22 July 2026
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თორნიკე დადეგაშვილი
- Developer (company ID)
- 400214825
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.035.828
- Owner
- შპს "დეველოპერული კომპანია ფართი +" (400214825)
- Area
- 3,601 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.035.828Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11153016
- Status
- Not reviewed
- Registered
- 17 July 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 5 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 22 July 2026City answer
2026 წლის 17 ივლისის №AR11153016 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 17 ივლისს №AR11153016 განცხადებით მომართა თორნიკე დადეგაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.035.828 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 2 მარტის №7823502 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებაში და შეთანხმებული -3.20, ±0.00, +3.50, +7.00, +30.1 და +40.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2026 წლის 18 თებერვლის №AR11130011 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, შეთანხმებულ +3.50 ნიშნულის გეგმაზე „ა-დ“ ღერძებსა და „3-1“ მონაკვეთებში მდებარე ტერასის 127.7 კვ.მ. და „10-11“ ღერძებში - 32.5 კვ.მ. ფართობები არასწორად იყო დაფიქსირებული. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება და ფართობების ამოღება (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №882026176136-13 07.04.2026წ. გადაწყვეტილების გათვალისწინებით). ამასთან, მოთხოვნილია შეთანხმებული +7.00 ნიშნულის გეგმის ჩანაცვლება წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით, საცხოვრებელი ბინების ნუმერაციის გასწორების მიზნით. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ შეთანხმებულ +3.50 ნიშნულის გეგმაზე „ა-დ“ ღერძებსა და „3-1“ მონაკვეთებში 127.7 კვ.მ. და „10-11“ ღერძებში არსებული 32.5 კვ.მ. ფართობები წარმოადგენს საზაფხულო ფართობებს და შესაბამისად, ტექნიკური შეცდომა საზაფხულო ფართობებთან მიმართებით არ ფიქსირდება. რაც შეეხება, +7.00 ნიშნულის გეგმაზე საცხოვრებელი ბინების ნუმერაციის დაზუსტებას/გასწორებას, აღნიშნული შესაძლებელია წინამდებარე განცხადების განხილვის ფარგლებში და აქედან გამომდინარე, საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს მხოლოდ +7.00 ნიშნულის გასწორებული გეგმა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. საჭიროების შემთხვევაში დააზუსტოს მოთხოვნა საზაფხულო და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებით შეთანხმებული მხოლოდ +7.00 ნიშნულის გეგმის იდენტური (გეგმარების ცვლილების გარეშე) ამავე ნიშნულის გეგმა საცხოვრებელი ბინების გასწორებული ნუმერაციების დაფიქსირებით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2026 წლის 17 ივლისის №AR11153016 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 22 July 2026Decision8013365 - Other
- 17 July 2026Files uploaded
Documents
Other files1
- dokumentacia.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal