OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ბეჟანიშვილი , N 15 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ე. ბეჟანიშვილის , 15-ის მიმდებარედ

AR11153640Construction permitOther use22 July 2026
Sign in to follow

Decision

Decision number
8028427
Decision date
3 August 2026
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ქეთევან ჩხიკვაძე
Developer (company ID)
400048809

Parcel

Cadastral code
01.12.12.005.010
Owner
ანზორ გოგიაშვილი (P/N: *********35)
Area
629 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11153640
Status
Approved
Registered
22 July 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
12 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 3 August 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 მარტის №6923427 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 22 ივლისის №AR11153640 განცხადებით მომართა ქეთევან ჩხიკვაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 7 მარტის №6923427 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 მარტის №6923427 ბრძანებით, №01.12.12.005.010 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6951686 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 3 თებერვლის №7364810 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6951686 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 7 მარტის №6923427 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გამორჩენილია კომერციული ფართობის (30.2 კვ.მ.) დაფიქსირება. ამასთან, საცხოვრებელი ფართობი 1671.4 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1671.5 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 383.18 კვ.მ-ის ნაცვლად 381.4 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 446.6 კვ.მ-ის ნაცვლად 505.3 კვ.მ., დამხმარე ფართობი 35.5 კვ.მ-ის ნაცვლად 51.2 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 428.8 კვ.მ-ის ნაცვლად 391.1 კვ.მ., საერთო ფართობი 2965.48 კვ.მ-ის ნაცვლად 3030.7 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და არქიტექტურული გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 მარტის №6923427 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს კომერციული ფართობი: 30.2 კვ.მ., ამასთან, საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს: 1671.5 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 381.4 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 505.3 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 51.2 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად: 391.1 კვ.მ., საერთო ფართობად: 3030.7 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 მარტის №6923427 ბრძანებით შეთანხმებული -3.10, +0.0, +4.100 და +13.550 ნიშნულის არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული ამავე ნიშნულის არქიტექტურული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 მარტის №6923427 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 მარტის №6923427 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 3 August 2026Decision8028427 - Granted
  3. 31 July 2026City answer
  4. 31 July 2026Files uploaded
  5. 22 July 2026Files uploaded

Documents

Other files2

  • ასატვირთი ფაილები 22.07.2026.pdfOpen ↗
  • ასატვირთი ფაილები 31.07.2026.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal