ქალაქი თბილისი , გლდანის ტერიტორია ; ქალაქი თბილისი , ომარ ხიზანიშვილის ქუჩა , N 135-ის მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , გლდანის ტბის მიმდებარე
Decision
- Decision number
- 8054309
- Decision date
- 20 August 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ოთარ ხუხაშვილი
- Developer (company ID)
- 209476173
Parcel
- Cadastral code
- 72.13.02.591
- Owner
- შპს "კანდიდი" საშუალო სკოლა (209476173)
- Area
- 2,688 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 72.13.02.591Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11153923
- Status
- Approved
- Registered
- 4 August 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 16 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 20 August 2026City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 თებერვლის №6882998 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 04 აგვისტოს №AR11153923 განცხადებით მომართა ოთარ ხუხაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 13 თებერვლის №6882998 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 13 თებერვლის №6882998 ბრძანებით №72.13.02.591 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა სკოლის რეკონსტრუქციის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 13 თებერვლის №6882998 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ითხოვს გასწორებას. კერძოდ: საერთო ფართობად 2348.5 კვ.მ-ის ნაცვლად 1503.2 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 703.1 კვ.მ-ის ნაცვლად 83.1 კვ.მ-ის, სასწავლო აუდიტორიის ფართობად 1395.0 კვ.მ-ის ნაცვლად 871.8კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელს ასევე, სურს სამსახურის 2024 წლის 13 თებერვლის №6882998 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს საოფისე ფართობი 68.6 კვ.მ და დამხმარე ფართობი 470.2 კვ.მ. ამასთან, მოთხოვნილია ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან სპორტული მოედნის ფართობის 240.9 კვ.მ-ის ამოღება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები, შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 თებერვლის №6882998 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 1503.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 83.1 კვ.მ., სასწავლო აუდიტორიის ფართობად 871.8 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2024 წლის 13 თებერვლის №6882998 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს საოფისე ფართობი 68.6 კვ.მ და დამხმარე ფართობი 470.2 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებული იქნეს სპორტული მოედნის ფართობის 240.9 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სამსახურის 2024 წლის 13 თებერვლის №6882998 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა სახურავის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 თებერვლის №6882998 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 თებერვლის №6882998 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 20 August 2026Decision8054309 - Granted
- 4 August 2026Files uploaded
- 24 July 2026Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- კორექტირებული_ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები_გეგმები.pdfOpen ↗
Consents and orders1
- ბრძანება_სკოლა კანდიდი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal