ქ. თბილისი, ელენე ვირსალაძის I ჩიხი N3,N3ა,N3-ის მიმდებარედ, N1,N1ა,ელენე ვირსალაძის ქუჩა N8,N8ა,N12,N12-ის მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 8028509
- Decision date
- 3 August 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ეკა კემულარია
- Developer (company ID)
- 404612255
Parcel
- Cadastral code
- 01.17.14.010.017
- Owner
- შპს "ტერრა დეველოპმენტი" (404612255)
- Area
- 3,342 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.17.14.010.017Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Transport
- Sub-zone
- tz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Transport zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11153955
- Status
- Approved
- Registered
- 27 July 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 3 August 2026City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 მარტის №7862093 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 27 ივლისს №AR11153955 განცხადებით მომართა ეკა კემულარიამ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 27 მარტის №7862093 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 მარტის №7862093 ბრძანებით, №01.17.14.010.017 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2026 წლის 25 ივნისის №7977733 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 23 ივლისის №8017004 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა 2026 წლის 27 მარტის №7862093 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა №AR11151591 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 მარტის №7862093 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საერთო ფართობად 13094.0 კვ.მ-ის ნაცვლად 13261.80 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 7722.4 კვ.მ-ის ნაცვლად 7720.40 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1190.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1193.50 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1763.3 კვ.მ-ის ნაცვლად 1599.60 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 57.9 კვ.მ-ის ნაცვლად 74.50 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1672.5 კვ.მ-ის ნაცვლად 1986.10 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 მარტის №7862093 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 მარტის №7862093 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 13261.80 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 7720.40 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 1193.50 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1599.60 კვ.მ., დამხმარე ფართობად 74.50 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1986.10 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 მარტის №7862093 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 მარტის №7862093 და 2026 წლის 23 ივლისის №8017004 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 3 August 2026Decision8028509 - Granted
- 27 July 2026Files uploaded
Documents
Other files1
- [number]_51) ღერძებით.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal