ქალაქი თბილისი , რაიონი სამგორი
Decision
- Decision number
- 8030863
- Decision date
- 4 August 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი მერაბიშვილი
- Developer (company ID)
- 405062836
Parcel
- Cadastral code
- 01.19.36.014.689
- Owner
- სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (204521794)
- Area
- 1,969 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.19.36.014.689Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11154318
- Status
- Approved
- Registered
- 27 July 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 4 August 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 ოქტომბრის №7243614 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 27 ივლისის №AR11154318 განცხადებით მომართა გიორგი მერაბიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 8 ოქტომბრის №7243614 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 ოქტომბრის №7243614 ბრძანებით, სამსახურის 2021 წლის 27 აგვისტოს №5569045 ბრძანებით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 8 ოქტომბრიდან 2027 წლის 8 ივნისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 8 ოქტომბრის №7243614 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2024 წლის 8 ოქტომბრიდან 2027 წლის 8 ივნისის ჩათვლით“-ს ნაცვლად დაფიქსირებულია „2024 წლის 8 ოქტომბრიდან 2017 წლის 8 ივნისის ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2024 წლის 3 ოქტომბრის №AR11060327 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 32 (ოცდათორმეტი) თვეზე. შესაბამისად, სამსახურის 2024 წლის 8 ოქტომბრის №7243614 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2024 წლის 8 ოქტომბრიდან 2027 წლის 8 ივნისის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 8 ოქტომბრის №7243614 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 ოქტომბრის №7243614 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 8 ოქტომბრიდან 2027 წლის 8 ივნისის ჩათვლით.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 ოქტომბრის №7243614 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 ოქტომბრის №7243614 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 4 August 2026Decision8030863 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal