OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი, N 21

AR11155414Construction permitOther use3 August 2026- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
8039109
Decision date
11 August 2026
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ზაზა ბოხუა
Developer (company ID)
401987374

Parcel

Cadastral code
01.72.14.014.049
Owner
შპს "მაზა" (401987374)
Area
6,327 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 19 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11155414
Status
Approved
Registered
3 August 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
8 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 11 August 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 30 ივლისის №8027191 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 3 აგვისტოს №AR11155414 განცხადებით მომართა ზაზა ბოხუამ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 30 ივლისის №8027191 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 30 ივლისის №8027191 ბრძანებით №01.72.14.014.049 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 30 ივლისის №8027191 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ღია ავტოსადგომების ფართობი 631.25 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 603.75 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მაჩვენებელი შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 30 ივლისის №8027191 ბრძანებით შეთანხმებულ გენ-გეგმაზე დატანილია 42 ღია ავტოსადგომი (ფართობი: 603.75 კვ.მ). შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 30 ივლისის №8027191 ბრძანებაში და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე დაფიქსირდეს 42 ღია ავტოსადგომი, საერთო ფართობით: 603.75 კვ/მ.“. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 30 ივლისის №8027191 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 30 ივლისის №8027191 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 11 August 2026Decision8039109 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal