OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ქუჩა შუშის , N 38

AR11155675Construction permitOther use5 August 2026
Sign in to follow

Decision

Decision number
8054568
Decision date
21 August 2026
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
რასიმ რასულ
Organization
27114
Developer (company ID)
400108744

Parcel

Cadastral code
01.11.04.017.366
Owner
შპს სონნივა ჯორჯია (400108744)
Area
3,902 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11155675
Status
Not reviewed
Registered
5 August 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
16 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 August 2026Decision8054568 - Other
  2. 21 August 2026City answer

    2026 წლის 5 აგვისტოს №AR11155675 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 5 აგვისტოს №AR11155675 განცხადებით მომართა რასიმ რესულმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 11 ნოემბრის №7281462 და 2026 წლის 2 თებერვლის №7791022 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის №5759643 ბრძანებით №01.11.04.017.352 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საწყობის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2024 წლის 20 თებერვლის №6895974 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 13/01/2022 წლის №5759643 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და დაფიქსირდა განახლებული საკადასტრო მონაცემები, კერძოდ: საკადასტრო კოდები: №01.11.04.017.361; №01.11.04.017.353; №01.11.04.017.352; №01.11.04.017.349; ფართობი: 1263.0 კვ.მ; 969.0 კვ.მ; 859.0 კვ.მ; 811.0 კვ.მ. საჯარო რეესტრის 2024 წლის 17 აპრილის №882024571974-03 გადაწყვეტილებით №01.11.04.017.361; №01.11.04.017.353; №01.11.04.017.352; №01.11.04.017.349 საკადასტრო ერთეულები გაერთიანდა და მიენიჭა №01.11.04.017.366 საკადასტრო კოდი. სამსახურის 2024 წლის 10 ოქტომბრის №7263611 ბრძანებით №01.11.04.017.366 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა საწყობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 11 ნოემბრის №7281462 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 2 თებერვლის №7791022 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 11/11/2024 წლის №7281462 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 2 თებერვლიდან 2027 წლის 2 მაისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 11 ნოემბრის №7281462 და 2026 წლის 2 თებერვლის №7791022 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან, არ აქვს აღნიშნული ბრძანებების საფუძველზე სამუშაოების განხორციელების ინტერესი. თუმცა, წინამდებარე განცხადებაზე არ არის წარმოდგენილი საპროექტო მიწის ნაკვეთის, დღევანდელი მდგომარეობით, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882026664709; მომზადების თარიღი: 27/07/2026წ.) თანახმად, №01.11.04.017.366 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთეს წარმოადგენს შპს „სონნივა ჯორჯია“ (ს/ნ 400108744). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: B23179198; მომზადების თარიღი: 04/12/2023წ.) თანახმად, შპს „სონნივა ჯორჯია“-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს რასიმ რესულ. შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. განგიმარტავთ, რომ თუ არ გაქვთ სამსახურის 2024 წლის 10 ოქტომბრის №7263611 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე სამუშაოების განხორციელების ინტერესი, საჭიროა დაზუსტებულ იქნეს მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 10 ოქტომბრის №7263611 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებიც (სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის №5759643 ბრძანება), ჩაითვლება ძალადაკარგულად, ვინაიდან, გასულია 3 წელზე მეტი. ასევე, აღსანიშნავია, რომ სამსახურის 2024 წლის 11 ნოემბრის №7281462 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, სამსახურის 2026 წლის 2 თებერვლის №7791022 ბრძანებაც ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 10 ოქტომბრის №7263611 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს საპროექტო ტერიტორიის, დღევანდელი მდგომარეობით, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2026 წლის 5 აგვისტოს №AR11155675 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal