OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, N 72

AR11156615Construction permitOther use12 August 2026
Sign in to follow

Decision

Decision number
8057789
Decision date
24 August 2026
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ქეთი ახალკაცი
Developer (company ID)
420424525

Parcel

Cadastral code
01.13.02.009.042
Owner
შპს "ბლოქსი" (420424525)
Area
7,880 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Special
    Sub-zone
    specz-1
    K1
    0
    K2
    0
    Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11156615
Status
Approved
Registered
12 August 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
12 days
from registration to the decision
Rounds of remarks
3

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 24 August 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 17 ივლისის №8009483 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 12 აგვისტოს №AR11156615 განცხადებით მომართა ქეთი ახალკაცმა და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 17 ივლისის №8009483 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 17 ივლისის №8009483 ბრძანებით, №01.13.02.009.042 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი ,,ა" ბლოკი/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი "ბ" ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 30 ივლისის ბრძანება №8026948 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 17 ივლისის №8009483 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა: 14799.9 კვ.მ., კომერციულ ფართობად: 3152.93 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 2216.01 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 3834.76 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 458.9 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად: 8148.55 კვ.მ., საერთო ფართობად: 33389.05 კვ.მ. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2026 წლის 21 ივლისის №AR11153480 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2026 წლის 17 ივლისის №8009483 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, შეთანხმებულ +28.10 და +54.5 ნიშნულების გეგმებზე №906 და №1707 საცხოვრებელი ბინის ფართობები არასწორად არის დაფიქსირებული. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომების გასწორება სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული გეგმა-ნახაზები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ შეთანხმებულ +28.10 და +54.5 ნიშნულების გეგმებზე №906 და №1707 საცხოვრებელი ბინის ფართობები არ არის სწორად დაფიქსირებული. შესაბამისად, ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, შესაძლებელია შეთანხმებული გეგმების ჩანაცვლება წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 17 ივლისის №8009483 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 17 ივლისის №8009483 ბრძანებაში და შეთანხმებული +28.10 და +54.5 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 17 ივლისის №8009483 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 17 ივლისის №8009483 და 2026 წლის 30 ივლისის №8026948 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 24 August 2026Decision8057789 - Granted
  3. 24 August 2026City answer
  4. 18 August 2026City answer
  5. 18 August 2026Files uploaded
  6. 12 August 2026Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • გეგმები რეესტრის.pdfOpen ↗

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal