ქალაქი თბილისი , ქუჩა თაბუკაშვილი (ყოფ.ძნელაძე), N 38 ა , (ნაკვ:16/5)
Decision
- Decision number
- 8064930
- Decision date
- 1 September 2026
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლანა ჩაკვეტაძე
- Developer (company ID)
- 405295381
Parcel
- Cadastral code
- 01.15.04.016.005
- Owner
- შპს სამი ჯგუფი (405295381)
- Area
- 657 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.15.04.016.005Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11158023
- Status
- Not reviewed
- Registered
- 24 August 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 1 September 2026City answer
2026 წლის 24 აგვისტოს №AR11158023 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 24 აგვისტოს №AR11158023 განცხადებით მომართა ლანა ჩაკვეტაძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 9 ოქტომბრის №7659625 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 9 ოქტომბრის №7659625 ბრძანებით, მოწონებულ იქნა №01.15.04.016.005 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ძეგლი) სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების კორექტირებული პროექტი და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. სამსახურის 2026 წლის 7 ივლისის №7993239 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა 2025 წლის 9 ოქტომბრის №7659625 ბრძანებაში და დაემატა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ველი შემდეგნაირად: „ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები: მიწის ნაკვეთის ფართობი (კვ.მ).: 657.0 განაშენიანების ფართობი (კვ.მ).: 367.68 საერთო ფართობი (კვ.მ).: 1341.67 დამხმარე ფართობი (კვ.მ).: 300.16 კიბის უჯრედისა და დერეფნის ფართობი (კვ.მ).: 360.16 სასტუმროს ნომრების ფართობი (კვ.მ).: 670.66 საზაფხულო ფართობი (კვ.მ).: 10.69.„ ამასთან, სამსახურის 2025 წლის 9 ოქტომბრის №7659625 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა სახურავის გეგმებისა) ჩანაცვლდა 2026 წლის 21 მაისის №AR11144158 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2025 წლის 9 ოქტომბრის №7659625 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, მოთხოვნილია გამორჩენილი სარდაფის 249.17 კვ.მ. ფართობის დამატება. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად - 300.16 კვ.მ-ის ნაცვლად 119.582 კვ.მ-ის, „კიბის უჯრედისა და დერეფნის“ 360.16 კვ.მ. ფართობის ნაცვლად „კიბის უჯრედისა და ლიფტის“ 158.87 კვ.მ. ფართობის, საზაფხულო ფართობად - 10.69 კვ.მ-ის ნაცვლად 20.93 კვ.მ-ის, დერეფნის ფართობად -266.02 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 1341.67 კვ.მ-ის ნაცვლად 1384.69 კვ.მ-ის, ამასთან, საპროექტო შენობა-ნაგებობის თითოეული სართულის ფართობის ცალ-ცალკე დაფიქსირება. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გაუგებარია, ამჯერად წარმოდგენილ ცხრილში ზოგიერთი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი, მათ შორის სართულების ფართობები, ცალ-ცალკე რატომ არის დაფიქსირებული. გაითვალისწინეთ, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა, წარმოდგენილ იქნეს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები სამსახურის 2025 წლის 9 ოქტომბრის №7659625 ბრძანებაში მითითებული ჩამონათვალის იდენტურად. შესაძლებელია, მხოლოდ აღნიშნული ფართობების გასწორება/დაზუსტება. აგრეთვე, გაითვალისწინეთ, რომ „კიბის უჯრედისა და დერეფნის“ ფართობში იანგარიშება, როგორც დერეფნების, ასევე ლიფტების ფართობები (მხოლოდ -3.40 ნიშნულის გეგმაზე/საწყის სართულზე არსებული ლიფტის შახტის ფართობი). შესაბამისად, საჭირო არ არის დერეფნების და „კიბის უჯრედისა და ლიფტის“ ფართობების ცალკე დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: დაევალოს განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში სარდაფის ფართობის დამატებასთან დაკავშირებით. 1.2. საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინოს სამსახურის 2025 წლის 9 ოქტომბრის №7659625 ბრძანებით შეთანხმებული მხოლოდ იმ გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარებისა და გრაფიკული ცვლილებების გარეშე), რომლებზეც ხდება მაჩვენებლების გასწორება/დაზუსტება. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2026 წლის 24 აგვისტოს №AR11158023 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 1 September 2026Decision8064930 - Other
- 24 August 2026Files uploaded
- 24 August 2026Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal