ქალაქი თბილისი , ქუჩა ვიქტორ კუპრაძე , N 72 , კორპუსი N10
Decision
- Decision number
- 8067573
- Decision date
- 2 September 2026
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ბექა დანელიშვილი
- Developer (company ID)
- 404934381
Parcel
- Cadastral code
- 01.19.36.014.509
- Owner
- სააქციო საზოგადოება ,,Hualing international special economic zone'' (404934381)
- Area
- 3,217 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.19.36.014.509Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11158447
- Status
- Approved
- Registered
- 27 August 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 14 November 2026Status changedInterim decision → Approved
- 22 September 2026Deadline extendedby 15 days, new deadline: 15 October 2026
- 2 September 2026City answer
2026 წლის 27 აგვისტოს №AR11158447 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 27 აგვისტოს №AR11158447 განცხადებით მომართა ბექა დანელიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2013 წლის 20 აგვისტოს №856717 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2013 წლის 20 აგვისტოს №856717 ბრძანებით, №01.19.36.014.509 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ მრავალფუნქციურ კომპლექსში, ახალგაზრდული ოლიმპიური სოფლის №10 კორპუსის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2014 წლის 4 ივლისის №1351988 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2013 წლის 20 აგვისტოს №856717 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2013 წლის 20 აგვისტოს №856717 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან და სარდაფების ნუმერაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული შეცდომის გასწორება. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ წინამდებარე განცხადებაზე არ არის წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გასწორებული გეგმა-ნახაზები „პდფ“ ფაილის სახით. აქედან გამომდინარე, განგიმარტავთ, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ის მაჩვენებლები, რომელთა დაფიქსირებაც/დაზუსტებაც არის საჭირო შეთანხმებულ ბრძანებაში და ასევე, გასწორებული გეგმები „პდფ“ ფაილის სახით. აგრეთვე, გაითვალისწინეთ, რომ წინამდებარე განცხადებაზე ვექტორული ფაილის წარმოდგენა საჭირო არ არის, საკმარისია დაზუსტებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და გასწორებული გეგმების ერთიანი „პდფ“ ფაილის სახით წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2013 წლის 20 აგვისტოს №856717 ბრძანებით შეთანხმებული მხოლოდ იმ გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარებისა და გრაფიკული ცვლილებების გარეშე), რომელებზეც საჭიროა მაჩვენებლებისა და ნუმერაციების გასწორება/დაზუსტება. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2026 წლის 27 აგვისტოს №AR11158447 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 2 September 2026Decision8067573 - Other
- 27 August 2026Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- 10proeqti.dwg
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal