OpenCAD
Interim decision

ქალაქი თბილისი , ქუჩა ვიქტორ კუპრაძე , N 72 , კორპუსი N12

AR11158449Construction permitOther use27 August 2026- Varketili
Sign in to follow

Applicant

Name
ბექა დანელიშვილი
Developer (company ID)
404934381

Parcel

Cadastral code
01.19.36.014.500
Owner
სააქციო საზოგადოება ,,Hualing international special economic zone'' (404934381)
Area
2,306 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11158449
Status
Interim decision
Registered
27 August 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Waiting on
the applicant
since 2 September 2026 (82 days)
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 2 September 2026City answer

    2026 წლის 27 აგვისტოს №AR11158449 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 27 აგვისტოს № AR11158449 განცხადებით მომართა ბექა დანელიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2013 წლის 23 სექტემბრის №915367 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2013 წლის 25 სექტემბრის №915367 ბრძანებით, №01.19.36.014.500 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა ოლიმპიური სოფლის საცხოვრებელი კორპუსის (გრგ-ს მიხედვით A სექტორის კორპუსი №12) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2016 წლის 9 მარტის №2470496 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 25 სექტემბრის №915367 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2013 წლის 25 სექტემბრის №915367 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან და სარდაფების ნუმერაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული შეცდომის გასწორება. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ წინამდებარე განცხადებაზე არ არის წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გასწორებული გეგმა-ნახაზები „პდფ“ ფაილის სახით. აქედან გამომდინარე, განგიმარტავთ, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ის მაჩვენებლები, რომელთა დაფიქსირებაც/დაზუსტებაც არის საჭირო შეთანხმებულ ბრძანებაში და ასევე, გასწორებული გეგმები „პდფ“ ფაილის სახით. აგრეთვე, გაითვალისწინეთ, რომ წინამდებარე განცხადებაზე ვექტორული ფაილის წარმოდგენა საჭირო არ არის, საკმარისია დაზუსტებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და გასწორებული გეგმების ერთიანი „პდფ“ ფაილის სახით წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2013 წლის 25 სექტემბრის №915367 ბრძანებით შეთანხმებული მხოლოდ იმ გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარებისა და გრაფიკული ცვლილებების გარეშე) ერთიანი „პდფ“ ფაილის სახით, რომელებზეც საჭიროა მაჩვენებლებისა და ნუმერაციების გასწორება/დაზუსტება. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2026 წლის 27 აგვისტოს № AR11158449 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 27 August 2026Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • 12 gadanomrili.dwg

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal