OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი, N 29

AR11159087Construction permitOther use7 September 2026- Vashlijvari
Sign in to follow

Decision

Decision number
8077773
Decision date
14 September 2026
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ალექსანდრე თაბუკაშვილი
Developer (company ID)
405652253

Parcel

Cadastral code
01.10.10.025.117
Owner
შპს ემკვადრატის პარკი 5 (405652253)
Area
5,923 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11159087
Status
Approved
Registered
7 September 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 14 September 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 07 სექტემბერს №AR11159087 განცხადებით მომართა ალექსანდრე თაბუკაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებით, №01.10.10.025.117 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობი 9802.22 კვ.მ-ს ნაცვლად უნდა იყოს 9798.92 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 2226.53 კვ.მ-ს ნაცვლად - 2223.99 კვ.მ. ხოლო, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი 1901.14 კვ.მ-ს ნაცვლად - 1899.44 კვ.მ. ამასთან, ითხოვს -1 სართულის გეგმის ჩანაცვლებას (გეგმარების უცვლელად) ამავე სართულის გასწორებული გეგმით (ზედმეტად დაფიქსირებული „-1 ავტოსადგომის გზის ფართი 834.49 მ2„ ტექსტის ამოღებას) სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებით შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, წარმოდგენილი -1 სართულის გეგმა არ იცვლება, აღნიშნულ გეგმაზე ხდება მხოლოდ ზედმეტად დაფიქსირებული „-1 ავტოსადგომის გზის ფართი 834.49 მ2“ ტექსტის ამოღება. ასევე, ზემოაღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილება იწვევს საერთო ფართობის დაზუსტებას და იგი შეადგენს 16 724.77 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობად დაფიქსირდეს 9798.92 კვ.მ, საზაფხულო ფართობად - 2223.99 კვ.მ. კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად - 1899.44 კვ.მ. ხოლო, საერთო ფართობად - 16 724.77 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებით შეთანხმებული -1 სართულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე სართულის გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 14 September 2026Decision8077773 - Granted
  3. 2 September 2026Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal