ქალაქი თბილისი , ქუჩა დოლიძე , კორპუსი 2; ქალაქი თბილისი , ქუჩა დოლიძე , კორპუსი 2
Decision
- Decision number
- 8084753
- Decision date
- 16 September 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზაზა ბასილაძე
- Developer (company ID)
- 211357574
Parcel
- Cadastral code
- 01.10.17.033.003.01.505
- Owner
- შპს "ციცქნა" (211357574)
- Area
- 60 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.17.033.003.01.505Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
- 01.10.17.033.003.01.001Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11159184
- Status
- Approved
- Registered
- 2 September 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 14 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 16 September 2026Decision8084753 - Granted
- 16 September 2026City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 16 მარტის №7844391 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 2 სექტემბერს №AR11159184 განცხადებით მომართა ზაზა ბასილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 16 მარტის №7844391 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახური, 2026 წლის 16 მარტის №7844391 გადაწყვეტილებით დაეთანხმა, №01.10.17.033.003.01.505 და №01.10.17.033.003.01.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართებზე პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, აღარ არსებობს სამსახურის 2026 წლის 16 მარტის №7844391 გადაწყვეტილების საფუძველზე მშენებლობის განხორციელების ინტერესი. შესაბამისად, ითხოვს მის ძალადაკარგულად გამოცხადებას. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია ობიექტის, დღევანდელი მდგომარეობით არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ სამსახურის 2026 წლის 16 მარტის №7844391 გადაწყვეტილების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ არის. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882026458008, მომზადების თარიღი: 04/06/2026 წ.) თანახმად, №01.10.17.033.003.01.505 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ციცქნა“ (ს/ნ: 211357574), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B26039442, მომზადების თარიღი: 12/03/2026 წ.) თანახმად შპს „ციცქნას“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ნინო არჩვაძე (პ/ნ: 01010018214). ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882026067330, მომზადების თარიღი: 04/02/2026 წ.) თანახმად, №01.10.17.033.003.01.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს ნინო არჩვაძე (პ/ნ: 01010018214). წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი 2026 წლის 14 სექტემბრის მინდობილობებით დგინდება განმცხადებლის ზაზა ბასილაძის უფლებამოსილება. განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს ზაზა ბასილაძის 2026 წლის 2 სექტემბერს №AR11159184 განცხადება. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 16 მარტის №7844391 გადაწყვეტილება. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 14 September 2026City answer
- 14 September 2026Files uploaded
- 14 September 2026Files uploaded
- 2 September 2026Files uploaded
Documents
Consents and orders1
- ბრძანება NewArchitectureResponse.pdfOpen ↗
Other files3
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal