OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , დასახლება ვარკეთილი-3

AR11159418Construction permitOther use4 September 2026- Varketili
Sign in to follow

Decision

Decision number
8076822
Decision date
10 September 2026
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
კახაბერ დეკანოიძე
Developer (company ID)
405566472

Parcel

Cadastral code
01.19.39.014.047
Owner
შპს სარე დეველოპმენტი (405566472)
Area
887 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11159418
Status
Approved
Registered
4 September 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 10 September 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 3 სექტემბრის №8070172 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 4 სექტემბრის № AR11159418 განცხადებით მომართა კახაბერ დეკანოიძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 3 სექტემბრის №8070172 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 3 სექტემბრის №8070172 ბრძანებით, შეთანხმდა №01.19.39.014.047 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 3 სექტემბრის №8070172 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, აქტში მითითებული საერთო ფართობი ნაცვლად - 3396.4 კვ.მ-სა უნდა მიეთითოს - 3800.2 კვ.მ.; აქტში მითითებული საცხოვრებელი ფართობის ნაცვლად - 2050.5 კვ.მ უნდა მიეთითოს - 2050.7 კვ.მ.; ასევე აქტში მითითებული კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობის ნაცვლად - 389.6 კვ.მ უნდა მიეთითოს 754.7 კვ.მ, ხოლო აქტში მითითებული დამხმარე ფართობი ნაცვლად - 9.6 კვ.მ უნდა მიეთითოს - 48.1. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან დგინდება, რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, ხდება მხოლოდ ფართობების და ნიშნულების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 3 სექტემბრის №8070172 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 3 სექტემბრის №8070172 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობი დაფიქსირდეს - 3800.2 კვ.მ.; საცხოვრებელი ფართობი - 2050.7 კვ.მ.; კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი - 754.7 კვ.მ, დამხმარე ფართობი - 48.1. 2. სამსახურის 2026 წლის 3 სექტემბრის №8070172 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 3 სექტემბრის №8070172 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 3 სექტემბრის №8070172 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 10 September 2026Decision8076822 - Granted
  3. 4 September 2026Files uploaded

Documents

Drawings and project files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal