OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , გამზირი მოსკოვი , N 50

AR11159915Construction permitOther use8 September 2026
Sign in to follow

Decision

Decision number
8098235
Decision date
29 September 2026
Outcome
Granted
Construction period
14 August 2026 – 14 August 2029
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვახტანგ ხოჭოლავა
Developer (company ID)
402144452

Parcel

Cadastral code
01.19.34.004.060
Owner
შპს "გორდა" (406153763)
Area
967 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11159915
Status
Approved
Registered
8 September 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 29 September 2026City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 14 აგვისტოს №8045335 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 08 სექტემბერს №AR11159915 განცხადებით მომართა ვახტანგ ხოჭოლავამ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 14 აგვისტოს №8045335 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 07 მარტის №7403619 ბრძანებით შეთანხმდა №01.19.34.004.060 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2026 წლის 14 აგვისტოს №8045335 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 14 აგვისტოდან 2029 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით, აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შპს გორდა (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406153763). წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2026 წლის 14 აგვისტოს №8045335 ბრძანებაში ცვლილების შეტანას კერძოდ, დამკვეთად ძველი მესაკუთრის - შპს გორდას (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406153763) ნაცვლად ახალი მესაკუთრის - შპს რასტა დეველოპმენტის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402144452) დაფიქსირებას. დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882026731665; მომზადების თარიღი: 17/08/2026 წ.), №01.19.34.004.060 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს - შპს რასტა დეველოპმენტი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402144452). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B25021806; თარიღი: 19/02/2025 წ.) ამონაწერის მიხედვით, შპს რასტა დეველოპმენტის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ვახტანგ ხოჭოლავა. შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით, №01.19.34.004.060 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს - შპს რასტა დეველოპმენტი, რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში და დამკვეთად დააფიქსიროს - შპს რასტა დეველოპმენტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1.შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 14 აგვისტოს №8045335 ბრძანებაში და დამკვეთად - შპს გორდას (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406153763) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს რასტა დეველოპმენტი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402144452). 2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 14 აგვისტოს №8045335 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 14 აგვისტოს №8045335 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 29 September 2026Decision8098235 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal