OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, კუკური გოგიაშვილის I შესახვევი, N 14

AR11161637Construction permitOther use18 September 2026- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
8098120
Decision date
25 September 2026
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
პაატა ჭავჭანიძე
Developer (company ID)
405354085

Parcel

Cadastral code
01.72.14.009.613
Owner
შპს "მოდერნ სითი დეველოპმენტი" (405354085)
Area
3,654 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 10 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11161637
Status
Approved
Registered
18 September 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 25 September 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 24 ივლისის №8018454 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 18 სექტემბერს №AR11161637 განცხადებით მომართა პაატა ჭავჭანიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2026 წლის 24 ივლისის №8018454 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 24 ივლისის №8018454 ბრძანებით, №01.72.14.009.613 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 24 ივლისის №8018454 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად არ არის დაფიქსირებული ღია აუზის ფართობი - 87,46 კვ.მ. ამასთან, საცხოვრებელი ფართობი 8799,2 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 8789,1 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 1526,3 კვ.მ-ის ნაცვლად - 1531,9 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 1923,0 კვ.მ-ის ნაცვლად - 1953,4 კვ.მ, დამხმარე ფართობი 92,9 კვ.მ-ის ნაცვლად - 82,52 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი 2129,2 კვ.მ-ის ნაცვლად - 2090,32 კვ.მ. ხოლო, საერთო ფართობი 14561,5 კვ.მ-ის ნაცვლად - 14447,2 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 24 ივლისის №8018454 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია აუზის ფართობი - 87,46 კვ.მ, ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 8789,1 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 1953,4 კვ.მ, საზაფხულო ფართობად - 1531,9 კვ.მ, დამხმარე ფართობად - 82,52 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობად - 2090,32 კვ.მ. ხოლო, საერთო ფართობად - 14447,2 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 24 ივლისის №8018454 ბრძანებით შეთანხმებული -3.86, +0.00, +3.30, +6.60, +36,30 და +43,60 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები (1,2,3,4,13,15 გვერდები) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 24 ივლისის №8018454 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 24 ივლისის №8018454 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 25 September 2026Decision8098120 - Granted
  3. 23 September 2026City answer
  4. 23 September 2026Files uploaded
  5. 18 September 2026Files uploaded

Documents

Drawings and project files2

  • გეგმები-გასწორებული ხარვეზით-განმარტება-18.09.26-signed.pdfOpen ↗
  • #3-გეგმები- 01.72.14.009.613-გასწ. ფართებით-23,09,2026.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal