OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ალექსანდრე წულუკიძის ქუჩა, N 1

AR11161672Construction permitOther use18 September 2026
Sign in to follow

Decision

Decision number
8094733
Decision date
23 September 2026
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
სალომე ხოფერია
Developer (company ID)
206043459

Parcel

Cadastral code
01.17.10.006.139
Owner
სააქციო საზოგადოება "ფეიქარი 95" (206043459)
Area
2,763 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11161672
Status
Approved
Registered
18 September 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
5 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 23 September 2026City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 09 სექტემბრის №8077105 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 18 სექტემბერს №AR11161672 განცხადებით მომართა სალომე ხოფერიამ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 09 სექტემბრის №8077105 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 09 სექტემბრის №8077105 ბრძანებით, №01.17.10.006.139 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2026 წლის 09 სექტემბრის №8077105 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ითხოვს გასწორებას. კერძოდ: საერთო ფართობად 14903.2 კვ.მ-ის ნაცვლად 14894.4 კვ.მ-ის, საცხოვრებელი ფართობად 7065.4 კვ.მ-ის ნაცვლად 7039.6 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1324.6 კვ.მ-ის ნაცვლად 1350.9 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 265.7 24.82 კვ.მ-ის ნაცვლად 256.4 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 09 სექტემბრის №8077105 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 14894.4 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 7039.6 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 1350.9 კვ.მ, დამხმარე ფართობად 256.4 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 09 სექტემბრის №8077105 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 09 სექტემბრის №8077105 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 23 September 2026Decision8094733 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal