OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი, N 29

AR11162145Construction permitOther use23 September 2026- Vashlijvari
Sign in to follow

Decision

Decision number
8102073
Decision date
29 September 2026
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ალექსანდრე თაბუკაშვილი
Developer (company ID)
405652253

Parcel

Cadastral code
01.10.10.025.117
Owner
შპს ემკვადრატის პარკი 5 (405652253)
Area
5,923 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11162145
Status
Approved
Registered
23 September 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 13 November 2026

Case progress

Length of the case
6 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 7 October 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 23 სექტემბრის №AR11162145 განცხადებით მომართა ალექსანდრე თაბუკაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებით, №01.10.10.025.117 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 14 სექტემბრის №8077773 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობად დაფიქსირდა 9798.92 კვ.მ, საზაფხულო ფართობად - 2223.99 კვ.მ. კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად - 1899.44 კვ.მ. და საერთო ფართობად - 16724.77 ამასთან, შეთანხმებული -1 სართულის გეგმა ჩანაცვლდა წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე სართულის გასწორებული გეგმით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობი 1141.87 კვ.მ-ის ნაცვლად არის 3813.74 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად 16724.77 კვ.მ-ის ნაცვლად 19040.23 კვ.მ. შესაბამისად მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები და გეგმა-ნახაზები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები, არასწორი დაჯამების გამო. რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გასწორება, გამოიწვევს მთლიანი საპროექტო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის დაზუსტებასაც და 19040.23 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 19396.64 კვ.მ-ს. ამასთან, შეთანხმებული -6.700 და -3.400 ნიშნულების გეგმები არ იცვლება, ხდება მხოლოდ აღნიშნული ნიშნულების წარმოდგენილ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 3813.74 კვ.მ., საერთო ფართობად - 19396.64 კვ.მ. 2. სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებით შეთანხმებული -6.700 და -3.400 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 და 2026 წლის 14 სექტემბრის №8077773 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 29 September 2026City answer

    2026 წლის 23 სექტემბრის №AR11162145 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 23 სექტემბრის №AR11162145 განცხადებით მომართა ალექსანდრე თაბუკაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებით, №01.10.10.025.117 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 14 სექტემბრის №8077773 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობად დაფიქსირდა 9798.92 კვ.მ, საზაფხულო ფართობად - 2223.99 კვ.მ. კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად - 1899.44 კვ.მ. ამასთან, შეთანხმებული -1 სართულის გეგმა ჩანაცვლდა წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე სართულის გასწორებული გეგმით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2025 წლის 16 დეკემბრის №7744102 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობი 1141.87 კვ.მ-ის ნაცვლად არის 3813.74 კვ.მ. შესაბამისად მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ შეთანხმებულ/წარმოდგენი გეგმებსა და მოთხოვნის ტექსტში დაფიქსირებული ავტოსადგომის ჯამური მაჩვენებლები შეუსაბამოა ერთმანეთთან. ამასთან, ავტოსადგომის ფართობის გასწორება, გამოიწვევს საერთო ფართობის დაზუსტებასაც. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში დააზუსტოს მოთხოვნა ავტოსადგომისა და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2026 წლის 23 სექტემბრის №AR11162145 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 29 September 2026Decision8102073 - Other
  4. 22 September 2026Files uploaded

Documents

Other files3

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal