ქალაქი თბილისი , აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N43
Decision
- Decision number
- 8133220
- Decision date
- 23 October 2026
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით ბასიაშვილი
- Organization
- 6559
- Developer (company ID)
- 402006609
Parcel
- Cadastral code
- 01.13.03.010.021
- Owner
- შპს მეგა პლაზა (402006609)
- Area
- 1,007 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.13.03.010.021Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11163491
- Status
- Rejected
- Registered
- 1 October 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 21 November 2026
Case progress
- Length of the case
- 22 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 23 October 2026City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 01 ოქტომბერს №AR11163491 განცხადებით მომართა დავით ბასიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს №4125835 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახური, 2018 წლის 17 აგვისტოს №4125835 გადაწყვეტილებით დაეთანხმა, ქ. თბილისში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N43-ში შპს "მეგა პლაზა"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე, სარეკლამო აბრის მოწყობის შესაძლებლობას. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების თვალსაზრისით იყოფა 5 კლასად. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას, II-IV კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას. ზემოაღნიშნული კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ სტადიად, გარდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა (სამსტადიიანი წარმოება): ა) I სტადია − მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება და ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი პირი ფიქსირდება მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე II-IV კლასის შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განგიმარტავთ, რომ სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს №4125835 გადაწყვეტილება, წარმოადგენს I კლასის სამშენებლო სამუშაოებზე სამსახურის წერილობით თანხმობას და გადაწყვეტილების სატიტულო ინფორმაციაში დაფიქსირებული დამკვეთი-განმცხადებელი წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის ჩანაწერს. შესაბამისად, იგი არ საჭიროებს ცვლილების შეტანას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობა დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს №4125835 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. წინამდებარე გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 23 October 2026Decision8133220 - Refused
- 1 October 2026Files uploaded
- 1 October 2026Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal