ქალაქი თბილისი , ლისი , ,,ჭეების მიწა"
Decision
- Decision number
- 8113147
- Decision date
- 8 October 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნიკოლოზ ალიბეგაშვილი
- Developer (company ID)
- 205261429
Parcel
- Cadastral code
- 72.16.18.964
- Owner
- შპს "ჯეო პარკი" (205261429)
- Area
- 2,830 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 72.16.18.964Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-1
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.3
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11163540
- Status
- Approved
- Registered
- 1 October 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 21 November 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 8 October 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 28 სექტემბრის №8100961 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 1 ოქტომბერს №AR11163540 განცხადებით მომართა ნიკოლოზ ალიბეგაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2026 წლის 28 სექტემბრის №8100961 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის №5709009 ბრძანებით №72.16.18.964 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 01 დეკემბრის 2023 წლის 01 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6664843, 2025 წლის 18 მარტის №7411125 და 2026 წლის 28 სექტემბრის №8100961 ბრძანებებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის № 5709009 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 28 სექტემბრიდან 2028 წლის 28 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2026 წლის 28 სექტემბრის №8100961 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2026 წლის 28 სექტემბრიდან 2028 წლის 28 მარტის ჩათვლით“-ს ნაცვლად დაფიქსირებულია „2026 წლის 28 სექტემბრიდან 2027 წლის 28 მარტის ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2026 წლის 7 სექტემბრის №AR11159719 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 18 (თვრამეტი) თვეზე. შესაბამისად, 2026 წლის 28 სექტემბრის №8100961 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2026 წლის 28 სექტემბრიდან 2028 წლის 28 მარტის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 28 სექტემბრის №8100961 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის №5709009 ბრძანებაში და ბრძანების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 28 სექტემბრიდან 2028 წლის 28 მარტის ჩათვლით.“ 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 28 სექტემბრის №8100961 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 28 სექტემბრის №8100961 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 8 October 2026Decision8113147 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal