ქალაქი თბილისი , ქუჩა ვიქტორ კუპრაძე , N 72 , კორპუსი N8
Decision
- Decision number
- 8122564
- Decision date
- 15 October 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ბექა დანელიშვილი
- Developer (company ID)
- 404934381
Parcel
- Cadastral code
- 01.19.36.014.508
- Owner
- სააქციო საზოგადოება ,,Hualing international special economic zone'' (404934381)
- Area
- 3,710 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.19.36.014.508Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11164295
- Status
- Approved
- Registered
- 7 October 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 21 November 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 October 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854895 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 07 ოქტომბერს №AR11164295 განცხადებით მომართა ბექა დანელიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854895 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854895 ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (კორპუსი №8) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2014 წლის 07 ივლისის №1351964 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854895 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდა 6637.7 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 749.6 კვ.მ. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854895 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საერთო ფართობად 6637.7 კვ.მ-ის ნაცვლად 6642.7 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 749.6 კვ.მ-ის ნაცვლად 754.6 კვ.მ-ის დაფისირებას. განმცხადებელი, ასევე, განმარტავს, რომ პირველი სართულის მიწისქვეშა გეგმაზე დატანილი იქნა სარდაფების კვადრატულობები და ნუმერაცია. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები და გეგმა-ნახაზები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, წარმოდგენილი პირველი სართულის მიწისქვეშა გეგმა არ იცვლება, აღნიშნულ გეგმაზე ხდება მხოლოდ სარდაფის ფართობების და ნუმერაციის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854895 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854895 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 6642.7 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 754.6 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854895 ბრძანებით შეთანხმებული პირველი სართულის მიწისქვეშა გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე სართულის გეგმით. 3. ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854895 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854895 და 2014 წლის 07 ივლისის №1351964 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 15 October 2026Decision8122564 - Granted
- 7 October 2026Files uploaded
Documents
Other files1
- N8.rarOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal