OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 113

AR11164528Construction permitOther use8 October 2026
Sign in to follow

Applicant

Name
მიხეილ ჯინჭარაძე
Developer (company ID)
405653181

Parcel

Cadastral code
01.18.09.009.026
Owner
შპს "კოლოსი კრწანისი" (405653181)
Area
14,123 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11164528
Status
Approved
Registered
8 October 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 9 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 15 October 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 1 ოქტომბრის №8106250 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 8 ოქტომბერს №AR11164528 განცხადებით მომართა მიხეილ ჯინჭარაძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 1 ოქტომბრის №8106250 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 1 ოქტომბრის №810625 ბრძანებით, №01.18.09.009.026 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2026 წლის 1 ოქტომბრის №810625 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში მესამე და მეოთხე ეტაპები არასწორად არის ჩამოყალიბებული, შესაბამისად მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2026 წლის 21 სექტემბრის №AR11161951 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, №01.18.09.009.026 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი საპროექტო/სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი. სამსახურის 2026 წლის 1 ოქტომბრის №8106250 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა თუმცა სარეზოლუციო ნაწილში მშენებლობის განხორციელების მესამე და მეოთხე ეტაპები არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2026 წლის 1 ოქტომბრის №8106250 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 1 ოქტომბრის №8106250 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში III და IV მშენებლობის ეტაპები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “III. ძირითადი კარკასის მონტაჟი -6.25 ნიშნულიდან +103.5 ნიშნულამდე (30 თვე 120 კვირა). IV. არამზიდი კონსტრუქციების მონტაჟი (ბლოკი, მოჭიმული იატაკი, მოაჯირები) +0.00 ნიშნულიდან +103.5 ნიშნულამდე (28 თვე 112 კვირა).”. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 1 ოქტომბრის №8106250 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 1 ოქტომბრის №8106250 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal