ქალაქი თბილისი, სპირიდონ ვირსალაძის ქუჩა, N 5
Decision
- Decision number
- 8166329
- Decision date
- 18 November 2026
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 19 November 2026
Applicant
- Name
- ალექსანდრე ზაქარეიშვილი
- Developer (company ID)
- 405304950
Parcel
- Cadastral code
- 01.18.13.037.233
- Owner
- შპს "პერსპექტივა" (405304950)
- Area
- 6,924 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 18 November 2026
Plots and zoning
- 01.18.13.037.233Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11167368
- Status
- Approved
- Registered
- 29 October 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 18 November 2026
Case progress
- Length of the case
- 20 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 November 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 26 თებერვლის №7824067 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 29 ოქტომბერს №AR11167368 განცხადებით მომართა ალექსანდრე ზაქარეიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 26 თებერვლის №7824067 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 26 თებერვლის №7824067 ბრძანებით, №01.18.13.037.233 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 21 სექტემბრის №8086948 ბრძანებით, გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2026 წლის 26 თებერვლის №7824067 ბრძანებაში მშენებლობის ეტაპებთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2026 წლის 26 თებერვლის №7824067 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად არ იქნა დაფიქსირებული 1059.91 კვ.მ. ფართობი. ამასთან, დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობი 258.68 კვ.მ-ის ნაცვლად არის 273.23 კვ.მ.; ასევე იცვლება საერთო ფართობი და ნაცვლად - 21318.97 კვ.მ-ის არის 21333.52კვ.მ. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ შეთანხმებული გეგმების გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ საპროექტო ობიექტისთვის გათვალისწინებულია ღია ავტოსადგომები, საერთო ფართობით 1059.91კვ.მ; ამასთან, საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 26 თებერვლის №7824067 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 26 თებერვლის №7824067 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 1059.91კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს დამხმარე ფართობად 273.23 კვ.მ., საერთო ფართობად - 21333.52კვ.მ; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 26 თებერვლის №7824067 ბრძანებით შეთანხმებული +0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 26 თებერვლის №7824067 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 26 თებერვლის №7824067 და 2026 წლის 21 სექტემბრის №8086948 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 18 November 2026Decision8166329 - Granted
- 16 November 2026Status changedInterim decision → Back for re-review
- 13 November 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2026 წლის 29 ოქტომბრის №AR11167368 განმეორებითი განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სამსახურის 2026 წლის 26 თებერვლის №7824067 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. აღნიშნული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2026 წლის 4 ნოემბრის №8148333 ბრძანებით, 2026 წლის 6 ნოემბრის №8150934, 2026 წლის 10 ნოემბრის და 12 ნოემბრის №8159041 გადაწყვეტილებებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დაგიდგინდათ ხარვეზები და განგესაზღვრათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ ხარვეზები სრულად არ არის გამოსწორებული. წარმოდგენილი და შეთანხმებული +0.00 ნიშნულის გეგმები შეუსაბამოა ერთმანეთთან, კერძოდ, შეცვლილია გეგმარება. მაგ.: ამოღებულია საკომუნიკაციო შახტები. აქედან გამომდინარე, განგიმარტავთ, რომ საჭიროა წარმოდგენილი +0.00 ნიშნულის გეგმა იყოს შეთანხმებული, ამავე ნიშნულის გეგმის იდენტური, როგორც გეგმარებით, ისე გრაფიკულად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სამსახურის 2026 წლის 26 თებერვლის №7824067 ბრძანებით შეთანხმებული +0.00 ნიშნულის გეგმის იდენტური, ამავე ნიშნულის გეგმა, გეგმარებისა და გრაფიკული ცვლილებების გარეშე, მხოლოდ ღია ავტოსადგომებზე ფართობებისა და ზომების მითითებით. სამსახური გაძლევთ ხარვეზის შევსების შესაძლებლობას 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თქვენი 2026 წლის 29 ოქტომბრის №AR11167368 განცხადება დარჩება განუხილველი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
Documents
Drawings and project files3
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal