ქალაქი თბილისი, სოფელი თხინვალა
Applicant
- Name
- თამარ აბულაძე
Parcel
- Cadastral code
- 01.72.58.020.073
- Owner
- თამარ აბულაძე (P/N: *********99)
- Area
- 600 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 19 November 2026
Plots and zoning
- 01.72.58.020.073Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-3
- K1
- 0.3
- K2
- 1
- K3
- 0.5
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11168720
- Status
- Interim decision
- Registered
- 14 November 2026
- Type
- New construction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 19 November 2026
Case progress
- Waiting on
- the applicant
- since 19 November 2026 (4 days)
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 19 November 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, პასუხად გაცნობებთ შემდეგს: 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შენობა-ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს მისთვის სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ფუნქციას. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულების სახით დაფიქსირდეს: „შენობა-ნაგებობის როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ პერიოდში შენარჩუნდება შენობის ფუნქცია „ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი“ და არ მოხდება ობიექტის დაყოფა ცალკეულ საცხოვრებელ ერთეულებად (ბინებად), იდენტიფიცირებად ფართებად.“. საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულება უნდა დაფიქსირდებოდეს ზუსტად ზემოაღნიშნული ფორმულირებით და საფუძვლებში მითითებული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წინამდებარე გადაწყვეტილების ნომერი. 2. საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: განთავსებით დაცულ იქნეს უკანა ეზო, გაითვალსიწინეთ: უკანა ეზოს ტერიტორიაზე დაუშვებელია შენობის ან მისი ნაწილის (მათ შორის სახურავის) განთავსება. 3. საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით.: დაკორექტირდეს ზემოაღნიშნული ხარვეზის შესაბამისად. 4. განმარტებითი ბარათი. -> .განმარტებითი ბარათი.: განმარტებითი ბარათი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: (საპროექტო ტერიტორიის შესახებ, ასევე შენობა-ნაგებობის სტრუქტურისა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების, ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრისა და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართების, მხატვრულ-ესთეტიკური გადაწყვეტის შესახებ). 5. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> გადამოწმდება კროექტირებული ვექტორული ფაილის წარმოდგენის შემდგომ. 6. შენობა-ნაგებობის ჭრილები, მასშტაბი 1:100. -> .ჭრილების pdf ფაილი.: ჭრილებზე დატანილ იქნეს მაქსიმალური კონსტრუქციული ჩაღრმავების ნიშნული. დამატებით წარმოდგენილ იქნეს საპროექტო აუზის ჭრილი (ზომების მითითებით). 7. საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : სამსახურის მიერ ვერ ხერხდება წარმოდგენილი ვექტორული ფაილის გადმოწმება, შესაბამისად წარმოადგინეთ კორექტირებული (არქიკადი) ფაილი. 8. საინფორმაციო დაფა - ბანერი. -> .საინფორმაციო დაფა - ბანერის pdf ფაილი.: წარმოდგენილ იქნეს რეალური საინფორმაციო დაფა-ბანერის ამსახველი ფოტოსურათები, თქვენს მიერ წარმოდგენილი ბანერი ფოტომანიპულაციაა. 9. "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> .მოსაკრებელის რიცხვითი მაჩვენებელი: დამატებით გადასახდელია აუზის მოსაკრებელი 50 ლარის ოდენობით, ასევე „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილების „დანართი 21“-ით განსაზღვრული წესის შესაბამიდად, წარმოდგენილ იქნეს დასუფთავების მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 2,4 (ორი და ორმოცი) ლარი). გადახდა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების 300773189 სახაზინო კოდზე (მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის) და დამატებით დანიშნულებაში მითითებულ იქნეს მშენებლობის ნებართვის განაცხადის ნომერი. 10. ,,გ-დ" ღერძებში მოწყობილი საზაფხულო ფართით ირღვევა სამეზობლო მიჯნა, დაკორექტირდეს დოკუმენტაცია სრულყოფილად. აქვე გაითვალისწინეთ: არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო, სამსახური ვერ გიდგენთ ყველა საჭირო ხარვეზს. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
Show moreShow less
- 18 November 2026Status changedIn review → Awaiting applicant response
- 14 November 2026Application filed
Documents
Drawings and project files9
Reports and surveys1
- გეოლოგია კონსტრუქცია.rarOpen ↗
Other files12
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal