OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, კონსტანტინე კაპანელის ქუჩა, N 11

AR11168862Construction permitOther use9 November 2026- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
8160464
Decision date
16 November 2026
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 16 November 2026

Applicant

Name
ბადრი ბაბაჯანაშვილი
Developer (company ID)
405349476

Parcel

Cadastral code
01.14.16.015.575
Owner
შპს "ქართული სახლი" (405349476)
Area
2,348 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 16 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11168862
Status
Approved
Registered
9 November 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 16 November 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 16 November 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 29 ოქტომბრის №8141540 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 9 ნოემბრის №AR11168862 განცხადებით მომართა ბადრი ბაბაჯანაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 29 ოქტომბრის №8141540 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 29 ოქტომბრის №8141540 ბრძანებით, N01.14.16.015.575 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 29 ოქტომბრის №8141540 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, არასწორად არის მითითებული მშენებლობის ეტაპები. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. კერძოდ, 2026 წლის 28 სექტემბრის №AR11162984 განცხადებაზე წარმოდგენილ კალენდარული გრაფიკში და სამსახურის 2026 წლის 29 ოქტომბრის №8141540 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დაფიქსირებული მშენებლობის ეტაპები ერთმანეთთან შეუსაბამოა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 29 ოქტომბრის №8141540 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: III) მიწის სამუშაოები, ფუძის სამუშაოები, საძირკვლის მოწყობა. IV) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის, რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობა +33.05 ნიშნულამდე გარდა ამწის განთავსების არეალისა (მონოლითური ფილა 6-7 ღერძების ა-ბ მონაკვეთში) V) გარე კედლების მსუბუქი ბლოკის წყობით ამოყვანა-შევსება. VI) ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა. VII) რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა +29.70 ნიშნულამდე ამწის განთავსების არეალში (მონოლითური ფილა 6-7 ღერძების ა-ბ მონაკვეთში). VIII) სამღებრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები IX) მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობა. X) ობიექტის დასუფთავება და ექსპლუატაციაში ჩაბარების წინა სამუშაოები გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1415 მუხლის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2026 წლის 31 დეკემბრამდე არ დაეკისრება ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 29 ოქტომბრის №8141540 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 29 ოქტომბრის №8141540 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 16 November 2026Decision8160464 - Granted
  3. 13 November 2026Status changedIn review → Awaiting applicant response

Documents

Consents and orders1

  • კალენდარული გრაფიკი _ თანხმობის დოკუმენტი.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal