ქალაქი თბილისი, ლეო კვაჭაძის ქუჩა N 19, კორპუსი N10; კორპუსი N7
Applicant
- Name
- ვერიკო ბაბუციძე
- Developer (company ID)
- 405067519
Parcel
- Cadastral code
- 01.72.16.097.093
- Owner
- შპს "ჯეი4" (405067519)
- Area
- 4,047 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 17 November 2026
Plots and zoning
- 01.72.16.097.093Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR11168918
- Status
- Approved
- Registered
- 9 November 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 17 November 2026
Report unavailable See the permit on the city's site →
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 17 November 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8149837 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 9 ნოემბრის №AR11168918 განცხადებით მომართა ვერიკო ბაბუციძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8149837 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8149837 ბრძანებით №01.72.16.097.093 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8149837 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში არასწორად არის მითითებული მშენებლობის ეტაპები. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, კერძოდ, 2026 წლის 12 ოქტომბრის №AR11164522 განცხადებაზე წარმოდგენილ კალენდარულ გრაფიკში დაფიქსირებულია 7-10 ეტაპები, ხოლო სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8149837 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში დაფიქსირებულია 4-10 ეტაპები. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8149837 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნას შემდეგი ჩანაწერი: „4. მიწის და ფუძის მოწყობა, საძირკვლის მოწყობის სამუშაოები და ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა ნულოვან ნიშნულამდე. 5. I-II სართულის მზიდი კონსტრუქციების სამშენებლო სამუშაოები. 6. III-IV სართულის მზიდი კონსტრუქციების სამშენებლო სამუშაოები.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8149837 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8149837 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 16 November 2026Status changedBack for re-review → Awaiting applicant response
- 13 November 2026City answer
2026 წლის 9 ნოემბრის №AR11168918 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 9 ნოემბრის №AR11168918 განცხადებით მომართა ვერიკო ბაბუციძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8149837 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8149837 ბრძანებით №01.72.16.097.093 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8149837 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში არასწორად არის მითითებული მშენებლობის ეტაპები. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ 2026 წლის 5 ნოემბრის №8149837 ბრძანებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი შეთანხმებულია №01.72.16.097.093 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო წინამდებარე განცხადებაზე, რუკაზე მონიშნულია №01.72.16.097.079 საკადასტრო ერთეული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში რუკაზე, №01.72.16.097.079 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ნაცვლად მონიშნოს №01.72.16.097.093 საკადასტრო ერთეული. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2026 წლის 9 ნოემბრის №AR11168918 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
Documents
Other files1
- გრაფიკი+ეტაპები 09.11.2026.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal