OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ფერმწერთა შესახვევი, N 4

AR11169159Construction permitOther use11 November 2026- Nutsubidze
Sign in to follow

Applicant

Name
გურამ ჟორჟოლიანი

Parcel

Cadastral code
01.14.16.007.022
Owner
ელისაბედ ბადუაშვილი (P/N: *********14)
Area
480 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 18 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11169159
Status
Approved
Registered
11 November 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 18 November 2026

Report unavailable See the permit on the city's site →

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 18 November 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 ნოემბრის №6167065 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 11 ნოემბრის №AR11169159 განცხადებით მომართა გურამ ჟორჟოლიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 11 ნოემბრის №6167065 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 11 ნოემბრის №6167065 ბრძანებით N01.14.16.007.022 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა ინდივიდაულური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2023 წლის 17 ნოემბრის №6758766, 2024 წლის 18 ნოემბრის №7288836 და 2025 წლის 17 ოქტომბრის №7669406 ბრძანებებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2022 წლის 11 ნოემბრის №6167065 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 11 ნოემბრის №6167065 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლების ველში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განაშენიანების კოეფიციენტის (კ-1) საანგარიშო ფართობი 160.0 (შენობა) კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 151.5 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის (მათ შორის, ვექტორული ფაილის) გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ შენობის განაშენიანების კოეფიციენტის (კ-1) საანგარიშო ფართობი შეადგენს 151.5 კვ.მ-ს. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 ნოემბრის №6167065 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლების ველში ჩანაწერის: „კ1=(160(შენობა)+25.2(აუზი)+18.9(ღობე))/480=0.4“-ის ნაცვლად დაფიქსირდეს: „კ1=(151.5(შენობა)+ 25.2(აუზი)+18.9(ღობე))/480=0.4“. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 ნოემბრის №6167065 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 ნოემბრის №6167065 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 16 November 2026Status changedIn review → Awaiting applicant response

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal