ქალაქი თბილისი, კორნელი სანაძის ქუჩა, N 16
Applicant
- Name
- იოსები არჩვაძე
Parcel
- Cadastral code
- 01.19.23.016.164
- Owner
- ვახტანგი ოქრიაშვილი (P/N: *********64)
- Area
- 1,465 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 17 November 2026
Plots and zoning
- 01.19.23.016.164Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR11169237
- Status
- Not reviewed
- Registered
- 11 November 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 17 November 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 17 November 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება სარეკრეაციო ზონა რზ (რზ) — სარეკრეაციო ზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს; ( იხილეთ შესაბამისი ფენა http://maps.tbilisi.gov.ge/ მიწათსარგებლობის გენგეგმა/გამწვანებული ტერიტორიები/რზ) განაცხადით მოთხოვნილი ობიექტი - საცხოვრებელი სახლი აღნიშნულ ზონაში საჭიროებს სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას, რისთვისაც საჭიროა პირველ რიგში მიმართოთ სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, ოფიციალურ პორტალზე ms.gov.ge-ზე. ასევე გაცნობებთ "დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა, ასევე, ძალაში შევიდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, რომლითაც არსებითაც შეიცვალა მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილი მოთხოვნები. სივრცით-ტერიტორიული მოწყობისათვის საჭიროა შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, რომელიც მოიცავს საქმიანობას, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კუტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციისა და სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. სამსახური მისი უფლებამოსილების გათვალისწინებით მიზანშეწონილად არ მიაჩნევს ნაკვეთის ერთობლივად 3 (სამი) ცალკე მდგომი ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლის განთავსებით განვითარებას და თვლის, რომ საჭიროა გაიმიჯნოს მიწის ნაკვეთები და თითოეული სახლისათვის ცალ- ცალკე ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განხორციელდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, ან საჭიროა დატოვოთ მხოლოდ 2 (ორი) ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას ამ ეტაპზე დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა.
Show moreShow less
Documents
Drawings and project files1
- arsebuli afrika 345.dwg
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal