OpenCAD
Interim decision

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი; ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, თამარ მეფის ქუჩა, N 65

AR11169244Construction permitOther use11 November 2026- Dighomi
Sign in to follow

Applicant

Name
მამუკა კაპანაძე

Parcel

Cadastral code
01.72.14.019.992
Owner
დავით ჯანჯღავა (P/N: *********36)
Area
1,439 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 17 November 2026

Plots and zoning

Document

Number
AR11169244
Status
Interim decision
Registered
11 November 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 17 November 2026

Case progress

Waiting on
the applicant
since 17 November 2026 (6 days)
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 17 November 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, პასუხად გაცნობებთ შემდეგს: 1..ობიექტის ფუნქციური დანიშნულება -> ....ფუნქციური დანიშნულება : ჩამოყალობდეს შემდეგნაირად - პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია. 2. წარმოსადგენია საინფორმაციო დაფა – ბანერის ამსახველი ფოტოსურათები შორი და ახლო ხედებიდან. საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმად, თვალსაჩინო ადგილზე და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-19-ე მუხლის, მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) მშენებლობის ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) მიწის ნაკვეთის მისამართს; გ) მშენებლობის სახეობას და შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას; დ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას/მისამართს და განაცხადის განხილვის ვადებს; ე) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობას ან/და გაბარიტებს. საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება. 3. ვინაიდან მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთს და მასზე შესაძლებელია მხოლოდ საცხოვრებელი სახლის და დამხმარე შენობა-ნაგებობის განთავსება, ხოლო საპროექტო შენობა წარმოადგენს მაღაზიას, საჭიროა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გადაიყვანოთ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად. 4. ვინაიდან, საპროექტო ტერიტორიაზე ფიქსირდება ხე-ნარგავები, წარმოსადგენია საპროექტო შენობის განთავსების სქემა (გენგეგმა) მიბმის მანძილების ჩვენებით, როგორც საკადასტრო საზღვრამდე, ასევე ხე-ნარგავებამდე და იმ შემთხვევაში თუ ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავებიდან ვერ იცავთ სავალდებულო 3, ხოლო ბუჩქებამდე 1,5 მეტრიან მანძილს წარმოდგენილ იქნას უფლებამოსილი ორგანიზაციის ან/და სპეციალისტის საექსპერტო დასკვნა, ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასება (სახეობის და გარშემოწერილობის შესახებ, რომელიც იზომება მიწის ზედაპირიდან 10 სმ. სიმაღლეზე), რომელთა დასკვნის საფუძველზე წარმოდგენილ უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე მონიშნული ხე-ნარგავები შესაბამისი ექსპლიკაციის მითითებით. საჭიროების შემთხვევაში საექსპერტო დასკვნა გადაეგზავნება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს, რის შემდგომაც გეცნობებათ პასუხი არსებული ხის მოჭრა/გადარგვასთან დაკავშირებით. 5. სამშენებლო მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელის არსებობა, მათ შორის, სერვიტუტის გამოყენებით. შესაბამისად ვინაიდან საპროექტო მიწის ნაკვეთს არ აქვს მისასვლელი გზა, წარმოსადგენია მისასვლელი გზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის სამართლებრივი საფუძველი და გენგემა მისასვლელი გზის ჩვენებით. 6. საპროექტო მიწის ნაკვეთის ნაწილზე ვრცელდება მდინარის წყალდაცვითი ზონა. წარმოსადგენია შესაბამისი მესაკუთრის თანხმობა. ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში განახლებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული განაცხადი დატოვოს განუხილველი ამ ეტაპზე ხარვეზების შესახებ ინფორმაციას გაცნობებთ ზოგადი სახით, ხოლო დაზუსტებული ინფორმაცია ხარვეზებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ გეცნობებათ სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ კანონით განსაზღვრულ ვადაში.

    Show more
  2. 17 November 2026Status changedIn review → Awaiting applicant response

Documents

Drawings and project files1

  • ACAD-topo-gaerTianebis.dwg

Other files3

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal