ქალაქი თბილისი, სოფელი კვესეთი
Applicant
- Name
- მედეა მაზანიშვილი
Parcel
- Cadastral code
- 01.81.28.034.030
- Owner
- მედეა მაზანიშვილი (P/N: *********41)
- Area
- 639 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო)
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.81.28.034.030Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-1
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.3
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11169410
- Status
- Interim decision
- Registered
- 12 November 2026
- Type
- New construction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 18 November 2026
Case progress
- Waiting on
- the applicant
- since 18 November 2026 (5 days)
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 November 2026City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ: 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შენობა-ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს მისთვის სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ფუნქციას. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულების სახით დაფიქსირდეს: „შენობა-ნაგებობის, როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ პერიოდში შენარჩუნდება შენობის ფუნქცია „ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი“ და არ მოხდება ობიექტის დაყოფა ცალკეულ საცხოვრებელ ერთეულებად (ბინებად), იდენტიფიცირებად ფართებად.“. საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულება უნდა დაფიქსირდებოდეს ზუსტად ზემოაღნიშნული ფორმულირებით და საფუძვლებში მითითებული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წინამდებარე გადაწყვეტილების ნომერი. 2. სატიტულო ინფორმაცია. • თანაავტორის ველში მიუთითეთ ნახაზების შტამპებზე მითითებული არქიტქტორები, სრულად. 3. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .0.00 ნიშნულის ქვევით (მ).: • საძირკვლის ჩაღრმავება შესაბამისობაში მოიყვანეთ წარმოდგენილ ჭრილებთან. • გაითვალისწინეთ, რომ II კლასის შენობა-ნაგებობის განმსაზღვრელი მახასიათებლები • ა) 500 მ2მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; • 4 მეტრზე მეტი ჩაღრმავების მქონე შენობა-ნაგებობა სცდება II კლასის მახასიათებლებს. 4. შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. * დაცულ იქნას განაშენიანების რეგულირების ხაზი, უკანა ეზოსთვის. 5. შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .ფასადების pdf ფაილი.: • "13-1" ფასადზე ღიობით დაიცავით მიჯნა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული წარმოადგენს მინაბლოკს, გეგმებსა და ფასადებზე მიუთითეთ შესაბამისად. • ასევე, გეგმებზეც აჩვენეთ აღნიშნული ღიობი. 6. ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით). : • იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ განაცხადზე გათვალისწინებულია ღობის შეთანხმებაც, სრულ საპროექტო დოკუმენტაციაზე ასახეთ და მიუთითეთ სიმაღლის ნიშნულები, ყველა ნაწილში. • გაითვალისწინეთ, მიწის ნაკვეთი შეიძლება შემოიღობოს არაუმეტეს 2,2 მეტრი სიმაღლის ღობით, ამასთან, ღობის ყრუ ნაწილი არ უნდა აღემატებოდეს 1,8 მეტრს. 7. საინფორმაციო დაფა - ბანერი. -> .საინფორმაციო დაფა - ბანერის pdf ფაილი.: • ბანერზე სწორად მიუთითეთ გაპის რეკვიზიტები. 8. "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> .მოსაკრებელის რიცხვითი მაჩვენებელი: • მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 4 (ოთხი) ლარს. • ასევე, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილების „დანართი 21“-ით განსაზღვრული წესის შესაბამისად, წარმოდგენილ იქნეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 2,4 (ორი და ორმოცი) ლარი). გადახდა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების 300773189 სახაზინო კოდზე (მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის) და დამატებით დანიშნულებაში მითითებულ იქნეს მშენებლობის ნებართვის განაცხადის ნომერი. • საჭიროა კ2 კოეფიციენტის მიხედვით გადახდილ ძირითად მოსაკრებელს დაუმატოთ აუზის მოსაკრებელი 50 ლარის ოდენობით, კლასის შესაბამისად. 9. საჭიროების შემთხვევაში საპროექტო გადაწყვეტის ზეგავლენის შეფასება არსებულ საკვლევ სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურაზე • წარმოდგენილი იქნას საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით, შეთანხმებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან. 10. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დეკლარაცია • “შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილების შესაბამისად, წარმოსადგენია https://geecb.ge/index.php/ka/ - საიტის მეშვეობით, მომზადებული ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნების დეკლარაცია. დეკლარაცია საჭიროა იყოს დასკანერებული და ხელმოწერილი. წარმოდგენილ იქნას კედლებისა და სახურავის ფრაგმენტის ჭრილი, ენერგოეფექტურობის დეკლარაციის შესაბამისად, დეტალური შრეების ჩვენებითა და ექსპლიკაციის მითითებით. დეკლარაციის პირველი გვერდი წარმოდგენილ იქნას დასკანერებული სახით, (სადაც მითითებულია ვალიდურობის ლინკი და შემსრულებელი) შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ დეკლარაციის ვალიდურობის ლინკი სამსახურის მიერ უნდა ინდენთიფიცირდებოდეს (ინიშნებოდეს) მარტივად. 11. წარმოდგენილი ს/გეოლოგიური ანგარიშის საექსპერტო შეფასებას აკლია ექსპერტის ინჟინერ გეოლოგის კვალიფიკაციის და ცენზის (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულის, ან დოქტორის) დამადასტურებელი საბუთები - დიპლომი. წარმოდგენილ საექსპერტო შეფასებას თანდართული, ავტორის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ საექსპერტოს ავტორი კვალიფიკაციით არ არის ინჟინერ გეოლოგი. შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას კორექტირებული და დაზუსტებული გეო-დოკუმენტაცია. 12. არქიტექტურულ ნაწილში დაიტანეთ ხის სვეტების კონსტრუქციული პროექტის შესაბამისად. ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა, აღნიშნული განაცხადი შესაძლოა დარჩეს განუხილველი.
Show moreShow less
- 18 November 2026Status changedIn review → Awaiting applicant response
Documents
Drawings and project files6
Reports and surveys1
- კონსტრუქცია და გეოლოგია.pdfOpen ↗
Other files8
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal