ქალაქი თბილისი , გზატკეცილი გარდაბანი , N 42 , მიმდებარედ ნაკვეთი 01/037
Applicant
- Name
- გიგი ტოტოღაშვილი
Parcel
- Cadastral code
- 01.19.32.001.037
- Owner
- გიგი ტოტოღაშვილი (P/N: *********88)
- Area
- 4,615 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 20 November 2026
Plots and zoning
- 01.19.32.001.037Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11170012
- Status
- Interim decision
- Registered
- 17 November 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 20 November 2026
Case progress
- Waiting on
- the applicant
- since 20 November 2026 (3 days)
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 20 November 2026City answer
2026 წლის 17 ნოემბრის №AR11170012 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 17 ნოემბრის №AR11170012 განცხადებით მომართა გიგი ტოტოღაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 20 ნოემბრის №7711448 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №6298199 ბრძანებით №01.19.32.001.037 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საწყობის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში მითითებულია, რომ იგი ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში. სამსახურის 2025 წლის 20 ნოემბრის №7711448 ბრძანებით №01.19.32.001.037 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა საწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 20 ნოემბრიდან 2027 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს სამსახურის 2026 წლის 17 ნოემბრის №AR11170012 გადაწყვეტილების საფუძველზე მშენებლობის განხორციელების ინტერესი და ითხოვს აღნიშნული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: 892025197093; მომზადების თარიღი: 24/10/2025 წ.), №01.19.32.001.037 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს გიგი ტოტოღაშვილი. შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წინამდებარე განცხადებაზე, არ არის წარმოდგენილი საპროექტო მიწის ნაკვეთის, დღევანდელი მდგომარეობით, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა. სამსახური განმარტავს, რომ სამსახურის 2026 წლის 17 ნოემბრის №AR11170012 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №6298199 ბრძანებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებიც ჩაითვლება ძალადაკარგულად (ვინაიდან, მისი გაცემის თარიღიდან გასულია 3 წელზე მეტი). შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე ახალი არქიტექტურული პროექტის შეთანხმება ვერ მოხდება. ამასთან, განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1 წარმოადგინოს საპროექტო ტერიტორიის, დღევანდელი მდგომარეობით არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2026 წლის 17 ნოემბრის №AR11170012 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 18 November 2026Status changedIn review → Awaiting applicant response
- 17 November 2026Application filed
- 17 November 2026Application registered
Documents
Other files1
- Desktop.rarOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal