OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის ქუჩა, N 2

AR11170116Construction permitOther use17 November 2026- Saburtalo
Sign in to follow

Decision

Decision number
8166440
Decision date
18 November 2026
Outcome
Granted
Construction period
5 November 2026 – 5 February 2027
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 19 November 2026

Applicant

Name
გიორგი გუგეშაშვილი
Developer (company ID)
405558953

Parcel

Cadastral code
01.14.05.009.002.01.502
Owner
შპს "აიჯიჯი ასისტანსი" (405558953)
Area
147 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 18 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11170116
Status
Approved
Registered
17 November 2026
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 18 November 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 18 November 2026City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8150846 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 17 ნოემბრის №AR11170116 განცხადებით მომართა გიორგი გუგეშაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8150846 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8150846 ბრძანებით, ცვლილება შევიდა სამსახურის 2026 წლის 22 სექტემბრის №8091886 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 05 ნოემბრიდან 2027 წლის 05 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8150846 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გამორჩენილია მშენებლობის ეტაპებს დაფიქსირება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. კერძოდ, 2026 წლის 20 ოქტომბრის №AR11166110 განცხადებაზე წარმოდგენილი კალენდარული გრაფიკით გათვალისწინებულია ერთი ეტაპი (შენობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის მომზადება). თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად, გამორჩენილ იქნა აღნიშნულის სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8150846 ბრძანებაში დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8150846 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 სექტემბრის №8091886 ბრძანებაში და ბრძანების მე–3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 05 ნოემბრიდან 2027 წლის 05 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. 4. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: 1) შენობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის მომზადება. გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1415 მუხლის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2026 წლის 31 დეკემბრამდე არ დაეკისრება ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. “ 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8150846 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 5 ნოემბრის №8150846 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 18 November 2026Decision8166440 - Granted
  3. 17 November 2026Application filed
  4. 17 November 2026Application registered

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal