ქალაქი თბილისი , ქუჩა ბროსე , N6-სა და N8-ს შორის / ქალაქი თბილისი , ბროსე , ჩიხი 8ა
Decision
- Decision number
- 600648
- Decision date
- 1 April 2013
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნაზიბროლა მაღრაძე
- Developer (company ID)
- 204540489
Parcel
- Cadastral code
- 01.15.04.005.042
- Owner
- ი.მ.ა "ბროსეს 8" (204540489) (204540489)
- Area
- 861 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.15.04.005.042Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1117961
- Status
- Approved
- Registered
- 20 March 2013
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 12 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 1 April 2013City answer
თქვენი AR1117961 20.03.2013წ. განცხადების პასუხად გაცნობებთ: დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად მითითებული ტერიტორია (საკად. კოდი #01.15.04.005.042) მოქცეულია საცხოვრებელ ზონა 5-ში (სზ-5), რომელშიც მოქმედებს შემდეგი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები: - მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0.5; - მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) – 2,1 - მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება #4-13 ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები”-ს მიხედვით საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5), წარმოადგენს საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობების გარდა, შესაძლებელია, სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები. მითითებული საპროექტო ტერიტორია მდებარეობს სახელმწიფო დაცვისა და ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში, გამომდინარე აქედან საპროექტო მიწის ნაკვეთის განაშენიანების საკითხს იხილავს ”საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს _ გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭო”-ს სხდომა. რომელზედაც წარსადგენად უნდა წარმოადგინოთ ესკიზური ვარიანტის pdf ფაილი; ამასთან გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (საკად. კოდი #01.15.04.005.042) საოფისე შენობა–ნაგებობის განსათავსებლად გაცემულია #1403 (19.09.2011) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები; . საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5): საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: ინდივიდუალური და განაშენიანების საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა); პარკი; ბაღი; სკვერი; ბულვარი; საბავშვო მოედანი; ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება; დაწყებითი სკოლა; საშუალო სკოლა; პოლიკლინიკა; ამბულატორია; აფთიაქი; სპორტული დარბაზი; ღია საცურაო აუზი; სპორტული მოედანი; კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის); კინოთეატრი; საინფორმაციო ცენტრი; საგამოფენო დარბაზი; პირველადი მომმარების საქონლის მაღაზია; სამრეწველო საქონლის მაღაზია; სასურსათო მაღაზია; უნივერსალური მაღაზია; ბარი; კაფე; სწრაფი კვების ობიექტი; საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება; ბანკის ფილიალი, განყოფილება; იურიდიული კონსულტაცია; სანოტარო კანტორა; ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი და ჩაშენებული გარაჟი; საერთო სარგებლობის ღია და დახურული ავტოსადგომი; კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი. ოფისი და კანტორა. ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება; ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა; მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი; საავადმყოფო; საცურაო აუზი; თეატრი; საქალაქო ბიბლიოთეკა; არქივი; მუზეუმი; საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა; რესტორანი; კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; ბანკი; მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; სასამართლო; პოლიციისა და არასაუწყები დაცვის განყოფილება; სახანძრო დეპო; სასტუმრო; საზოგადოებრივი ტუალეტი; ავტოგასამართი სადგური; საკულტო შენობები და ნაგებობები.
Show moreShow less
- 1 April 2013Decision600648 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal