ქალაქი თბილისი , მუხიანის საცხოვრებელი რაიონი, გლდანიდან ასასვლელი გზის მარცხენა მხარეს, ავტოგასამართ სადგურ "მუხიანი"-ს მიმდებარედ.
Applicant
- Name
- ლაშა სიგუა
- Developer (company ID)
- 404984228
Parcel
- Cadastral code
- 01.11.13.002.185
- Owner
- შპს სამშობლო (404984228)
- Area
- 800 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.11.13.002.185Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1133757
- Status
- Approved
- Registered
- 23 May 2013
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 13 June 2013City answer
ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 17 ოქტომბერს დამტკიცებული №990 ქალაქმშენებლობითი პირობების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 23 მაისს №AR1133757 განცხადებით მომართა შპს „სამშობლო“-ს დირექტორმა მოქ. ლაშა სიგუამ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 17 ოქტომბერს დამტკიცებული №990 ქალაქმშენებლობითი პირობების ძალადაკარგულად გამოცხადება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 17 ოქტომბერს შპს „სამშობლო“-ს კუთვნილ საკადასტრო ერთეულზე დამტკიცდა №990 ქალაქმშენებლობითი პირობები ქ. თბილისში , სექტორი გლდანი, მუხიანის საცხოვრებელი რაიონი, გლდანიდან ასასვლელი გზის მარცხენა მხარეს, ავტოგასამართ სადგურ „მუხიანი“-ს მიმდებარედ მრავალფუნქციური ობიექტის ასაშენებლად. დამკვეთის მიერ წარმოდგენილი განცხადება, საიდანაც დგინდება, მას აღარ გააჩნია აღნიშნული საპროექტო ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია ნებართვის მფლობელის მოთხოვნა, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და ’’ ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 9 მარტის #194 განკარგულების თანახმად, ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახური უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ვინაიდან, დამკვეთის აღარ გააჩნია აღნიშნული საპროექტო ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია ძალადაკარგულად გამოაცხადოს ზემოაღნიშნულ მისამართზე ქ. თბილისის მერიის სსიპ - ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 17 ოქტომბერს დამტკიცებული №990 ქალაქმშენებლობითი პირობები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ’’ ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 9 მარტის #194 განკარგულების თანახმად ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს მომართა შპს „სამშობლო“-ს დირექტორის მოქ. ლაშა სიგუას 2013 წლის 13 მაისის №AR1133757 ელექტრონული განცხადების მოთხოვნა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 17 ოქტომბრის დამტკიცებული №990 ქალაქმშენებლობითი პირობები. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal