ქალაქი თბილისი , დიდი დიღმის შესასვლელისა და აღმაშენებლის ხეივნის გადაკვეთის მიმდებარედ/ ქალაქი თბილისი , დიდი დიღომის შესასვლელ გზასა და საქართველოს სამხედრო გზას შორის, (ნაკვ. 11/42)
Applicant
- Name
- არჩილ ფავლენიშვილი
- Organization
- 3451
- Developer (company ID)
- 205215131
Parcel
- Cadastral code
- 01.10.06.011.042
- Owner
- შპს "New Tbilisi" (205215131)
- Area
- 9,968 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.06.011.042Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1133825
- Status
- Rejected
- Registered
- 23 May 2013
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 30 May 2013City answer
თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, ვინაიდან თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.10.06.011.042) იგეგმება რამდენიმე შენობა–ნაგებობის განთავსება, საჭიროა მოცემულ ტერიტორიაზე დამუშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი, რომლის დავალების მისაღებად საჭიროა განცხადება შეავსოთ ჩვენი სამსახურის ვებგვერდზე –http://tas.ge/–ზე შესაბამის ნომენკლატურაში; კერძოდ: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები > განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება. განაშენიანების რეგულირების გეგმა არის „ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას“ (ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებას #4-13). აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის, გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით, ვრცელდება საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2), შესაბამისად მოცემული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება უნდა განხორციელდეს მხოლოდ არსებული ფუნქციური ზონის თანახმად. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2): ა) განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის კარკასი სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; ბ) კოეფიციენტები: ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,7; ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) - 4,6; ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1; გ) შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/ სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის (25%-მდე), აგრეთვე ამ წესების დანართი -1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობების არსებობა. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებისას საჭიროა გაითვალისწინოთ შეზღუდვა, რომელიც დაწესებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ და ვრცელდება მოცემულ საკადასტრო ერთეულზე (იხ. დანართი).
Show moreShow less
- 23 May 2013Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal