ქალაქი თბილისი , ქუჩა ბოროდინოს , N 22/9
Applicant
- Name
- შალვა იხოშვილი
- Developer (company ID)
- 406090803
Parcel
- Cadastral code
- 01.17.01.084.014
- Owner
- შპს "კინგი" (406090803)
- Area
- 319 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.01.084.014Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1138261
- Status
- Approved
- Registered
- 11 June 2013
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 2 July 2013City answer
ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექურის სამსახურის 2013 წლის 29 მაისის თებერვლის #703096 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 11 ივნისს #AR1138261 განცხადებით მომართა შპს „კინგი“-ს დირექტორის მინდობილმა პირმა შალვა იხოშვილმა და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 29 მაისის თებერვლის #703096 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორებასთან დაკავშირებით, კერძოდ: ნინო ფარცხალაძის ნაცვლად შპს „კინგი“–ს დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 15 მარტის #01/622 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, ბოროდინოს ქუჩა #22/9–ში თამარ კაცობაშვილის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა სასტუმროს არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 22 მაისამდე, ხოლო დამკვეთად მითითებულ იქნა თ. კაცობაშვილი. სამსახურის 2013 წლის 17 მაისის #686682 ბრძანებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში და დამკვეთად მიეთითა საპროექტო მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრე შპს "კინგი". სამსახურის 2013 წლის 29 მაისის #703096 ბრძანებით კვლავ შევიდა ცვლილება სამსახურის 2012 წლის 15 მარტის N01/622 ბრძანებასა და Nნ/632-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში, კერძოდ, ჩანაწერი "ნებართვა ძალაშია 2013 წლის 22 მაისის ჩათვლით" შეიცვალა ჩანაწერით "ნებართვა ძალაშია 2014 წლის 22 ივლისის ჩათვლით". აღნიშნულ ინდივიდუალურ ადიმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დამკვეთად მითითებული იქნა განმცხადებელი ნინო ფარცხალაძე. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 20-ე მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. შესაბამისად, ვინაიდან სამსახურის 2013 წლის 29 მაისის #703096 ბრძანებაში დამკვეთად შეცდომით დაფიქსირდა ნინო ფარცხალაძე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და სამსახურის 2013 წლის 29 მაისის თებერვლის #703096 ბრძანებაში დამკვეთად ნინო ფარცხალაძის ნაცვლად მიუთითოს შპს „კინგი“. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 29 მაისის თებერვლის #703096 ბრძანებაში, კერძოდ: დამკვეთად მიეთითოს შპს „კინგი“; 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექურის სამსახურის 2013 წლის 29 მაისის თებერვლის #703096 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 11 June 2013Files uploaded
Documents
Other files1
- [Untitled].pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal