ქალაქი თბილისი , გაგარინის I შესახვევი , N 8ა
Applicant
- Name
- ლევან ეგრისელაშვილი
- Developer (company ID)
- 205243949
Parcel
- Cadastral code
- 01.10.13.009.011
- Owner
- ლევან ეგრისელაშვილი (P/N: *********24)
- Area
- 442 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.13.009.011Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1156729
- Status
- Approved
- Registered
- 22 August 2013
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 12 September 2013City answer
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 30.05.2013 წლის # 711783 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 08/22/2013 წელს AR1156729 განცხადებით მომართა ლევან ეგრისელაშვილმა და მოითხოვა 30.05.2013 წლის # 711783 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დამკვეთის შეცვლა. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემობები და დაადგინა, რომ ქ. თბილისში, სექტორი - საბურთალო, გაგარინის I შესახვევი, N8 / გაგარინის I შესახვევი, N8ა, მოქალაქე ლევან ეგრისელაშვილის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N01.10.13.009.011; N01.10.13.009.012) # 711783 ბრძანებით შეთანხმდა სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 30 მაისიდან 2014 წლის 30 მაისის ჩათვლით. დამკვეთად მითითებულ იქნა აქტის გაცემის მომენტისათვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის ამონაწერის საფუძველზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე – ლევან ეგრისელაშვილი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ახალი ამონაწერით დგინდება, რომ (საკადასტრო კოდი: 01 10 13 009/011; რეგისტრაციის თარიღი: 19/08/2013N რეგისტრაციის ნომერი 882013335838) მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის შპს "თბილოტელი". განმცხადებლის მიერ სამსახურში ასევე წარმოდგენილ იქნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების თანხმობა აქტში დამკვეთად დაფიქსირების თაობაზე. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მტავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე–20 მუხლის თანახმად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე–20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ვინაიდან, დღრეისათვის ობიექტის მესაკუთრე არის შპს "თბილოტელი" , რომელსაც აქვეს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე–20 მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 30.05.2013 წლის # 711783 ბრძანებაში, კერძოდ: მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრე შპს "თბილოტელი მიეთითოს დამკვეთად; 2.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 30.05.2013 წლის # 711783 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 22 August 2013Files uploaded
Documents
Other files1
- [Untitled]_[number].pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal