OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ბაგების მიმდებარედ, წყნეთის გზატკეცილის სამხრეთით., (ნაკვ.1/74)

AR1176793Construction permitOther use12 November 2013- Tskneti
Sign in to follow

Decision

Decision number
993680
Decision date
12 November 2013
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
რამაზ მოსაშვილი
Developer (company ID)
205038546

Parcel

Cadastral code
01.14.08.001.074
Owner
სააქციო საზოგადოება "იბერია უძრავი ქონება" (205038546)
Area
1,032 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1176793
Status
Approved
Registered
12 November 2013
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
0 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 12 November 2013City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 25 ნოემბრის #01/2685 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 12 ნოემბერს #AR1176793 განცხადებით მომართა სს „იბერია უძრავი ქონების“ დირექტორმა, რამაზ მოსაშვილმა და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 25 ნოემბრის #01/2685 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების შეცვლა, კერძოდ, ბინების საერთო ფართობი, ნაცვლად 1433.80 კვ.მ-ისა, მიეთითოს 1471.40 კვ.მ (ბინების ფართობი - 1433.80 კვ.მ და აივნების ფართობი - 37.6 კვ.მ), ხოლო საზაფხულო ფართობიდან (374.40 კვ.მ) გამოკლებულ იქნას აივნების ფართობი (37.6 კვ.მ) და მიეთითოს 336.80 კვ.მ. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 25 ნოემბრის #01/2685 ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, ბაგების მიმდებარედ, წყნეთის გზატკეცილის სამხრეთით (ნაკვ. 1/74), სს „იბერია უძრავი ქონების“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებარე საცხოვრებელი სახლების ჯგუფის (სახლი #13) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მოგვიანებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 24 ოქტომბრის #984049 ბრძანებით, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო, გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებში, საზაფხულო ფართობში (374.40 კვ.მ), ტერასების ფართობთან ერთად დაფიქსირებულია აივნის ფართობი 37.6 კვ.მ., ხოლო ბინების საერთო ფართობს წარმოადგენს 1433.80 კვ.მ. სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია, აივნის ფართობის საზაფხულო ფართობიდან გამოყოფა და ბინების საერთო ფართობისთვის მიმატება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს რამაზ მოსაშვილის 2013 წლის 12 ნოემბერს #AR1176793 განცხადება; 2. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 25 ნოემბრის #01/2685 ბრძანებაში. კერძოდ, ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებში მშენებარე ობიექტის ბინების საერთო ფართობი და საზაფხულო ფართობი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბინების საერთო ფართობი: 1471.40 კვ.მ მათ შორის: აივნების ფართობი: 37.6 კვ.მ საზაფხულო ფართობი (ტერასების ფართობი): 336.80 კვ.მ. 3. ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 25 ნოემბრის #01/2685 ბრძანება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი; 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 25 ნოემბრის #01/2685 და 2013 წლის 24 ოქტომბრის #984049 ბრძანებებთან ერთად; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის. შარტავას ქ. N7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 12 November 2013Decision993680 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal